კოლეჯის ყველა პროფესიული სტუდენტი თანაბრად სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით და კოლეჯის შიდა რეგულაციებით მინიჭებული უფლება-მოსილებებით. პროფესიული სტუდენტები ვალდებულნი არიან დაიცვან კოლეჯში მოქმედი ეთიკისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები. აღნიშნული კოდექსის დაცვა ხელს შეუწყობს კოლეჯის მიერ პროფესიული განათლების მიზნების განხორციელებას, საზოგადოების ნდობისა და ავტორიტეტის ზრდას, ასევე სასწავლო დაწესებულების პრესტიჟის ამაღლებას.
