
ინფორმაციული წიგნიერება
მოდული სტუდენტს უვითარებს თანამედროვე სამუშაო გარემოში საჭირო ციფრულ და საინფორმაციო უნარებს. სტუდენტი სწავლობს კომპიუტერის ოპერაციული სისტემის, ფაილების, საქაღალდეებისა და ძირითადი ინსტრუმენტების გამოყენებას.
მოდული მოიცავს ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას, ვებმისამართებისა და ელექტრონული ფოსტის სტრუქტურის ამოცნობას. სტუდენტი ეცნობა ინფორმაციის ორგანიზების, შენახვის, გადმოწერისა და დამუშავების ძირითად წესებს. სწავლების პროცესში ვითარდება ტექსტური დოკუმენტების შექმნის, ფორმატირებისა და ფაილის საჭირო ფორმატში შენახვის უნარი. მოდული ასევე მოიცავს ელექტრონული ცხრილების მომზადებას, მარტივი ფორმულების, ფუნქციებისა და დიაგრამების გამოყენებას. სტუდენტი სწავლობს პრეზენტაციის მომზადებას, სლაიდების გაფორმებასა და ვიზუალური ელემენტების სწორად გამოყენებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ელექტრონული ფოსტის გამოყენებას, წერილების გაგზავნას, ფაილების მიბმასა და კომუნიკაციის ეთიკას. მოდული მოიცავს ონლაინ საცავების, ფაილების გაზიარებისა და Web 2.0 შესაძლებლობების პრაქტიკულ გამოყენებას. მისი დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია პროფესიულ საქმიანობაში ციფრული ინსტრუმენტების უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოყენება.
