საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია
სარეგისტრაციო ნომერი – 10.16.1
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია საგემბანე განყოფილების ექსპლუატაციაში / Secondary Vocational Qualification in Ship Deck Operation; აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს (განათლების საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკაცია განათლებისა და ტრენინგის სფეროები 2013 (ISCED-F 2013) და შესაბამისია 1041 “ტრანსპორტის მომსახურებები”.
მიზანი: პროგრამის მიზანია, საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება, კერძოდ, მოამზადოს გემბანის რიგითი მეზღვაური, რომელიც შეძლებს შემდეგი სამუშაოების შესრულებას: გემბანის მოწყობილობებისა და მექანიზმების უსაფრთხო ექსპლუატაცია, უსაფრთხო სანავიგაციო ვახტის, გემმისაბმელ და საღუზე ოპერაციებში, გემბანის მექანიზმების პროფილაქტიკურ-სარემონტო სამუშაოებში და გემზე სატვირთო ოპერაციებში მონაწილეობა; გემის საჭეს მართვა; გემზე არსებული სათავსების მოვლა-დასუფთავება; სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება; გემზე სამღებრო სამუშაოების შესრულება და გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება
ჯანმრთელობის ცნობა: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემული ჯანმრთელობის ცნობა
კურსდამთავრებულს მიეცემა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და პრაქტიკის გავლის შესახებ ცნობები. შემდგომ უნდა გაიაროს სერტიფიცირება და ჩააბაროს გამოცდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში კვალიფიკაციის სერტიფიკატის (სამუშაო დიპლომის) მისაღებად.
კურსდამთავრებულის დასაქმების შესაძლებლობები: „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მეზღვაურის სერტიფიცირების მოთხოვნათა დაკმაყოფილებისა და აღიარებული ნაოსნობის სტაჟის არსებობის საფუძველზე, სამუშაო ლიცენზიის (კვალიფიკაციის სერტიფიკატის) მიღების შემდეგ პირს, რომელსაც აქვს მეოთხე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია საგემბანე განყოფილების ექსპლუატაციაში, შეუძლია დასაქმდეს საზღვაო სავაჭრო, სამგზავრო, ნავსადგურის დამხმარე ფლოტის, თევზსაჭერ და სხვა დანიშნულების გემებზე გემბანის რიგითი მეზღვაურის პოზიციაზე, ასევე, საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებისა და ექსპლუატაციის სფეროსთან დაკავშირებულ სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებებში.
