შპს „მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერი“ დაფუძნდა 2021 წლის 23 თებერვალს. დაწესებულების ძირითადი საქმიანობა განისაზღვრა მეზღვაურთა საწვრთნელი და სერტიფიცირების პროგრამების განხორციელებით.
დაწესებულების მიზანია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო და ეროვნულ მოთხოვნებს. ცენტრი ხარისხის მართვას ახორციელებს ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნათა დაცვით და მოიპოვა საერთაშორისო აღიარება საზღვაო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი საკლასიფიკაციო საზოგადოების — Lloyd’s Register-ის მიერ, რომელმაც ცენტრს მიანიჭა ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2015 სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი.
დაწესებულება ასევე აღიარებულია სფეროს ეროვნული მარეგულირებლის — სსიპ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.
„მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერის“ საქმიანობის წარმატებულმა განვითარებამ, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების საჭიროებებმა, ასევე შრომის ბაზრის მოთხოვნების ანალიზმა, 2022 წელს საფუძველი შექმნა ახალი მიმართულების განვითარებისათვის. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დაწესებულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობად განისაზღვროს პროფესიული განათლება და განხორციელდეს მოდულური პროგრამა — „საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია“.
ამ მიზნის მისაღწევად განხორციელდა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები, რის შედეგადაც 2023 წლის 15 მაისს „მერიდიანმა“ მიიღო ავტორიზაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან.
2023 წლის 10 სექტემბერს კოლეჯმა დაიწყო აპლიკანტების რეგისტრაცია. პირველივე მიღებაზე, 96 მისაღებ ადგილზე დაფიქსირდა 160 განაცხადი, რაც პროგრამისადმი მაღალი ინტერესისა და კონკურენციის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
დაწესებულებას მიაჩნია, რომ დაგროვებული გამოცდილება, კვალიფიციური ადამიანური რესურსი და ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა კოლეჯს აძლევს შესაძლებლობას, ხელი შეუწყოს საზღვაო სფეროში შრომის ბაზარზე მოთხოვნადი, მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი და ღირსეულად დასაქმებადი კადრების მომზადებას.
კოლეჯი არ ჩერდება მიღწეულ შედეგებზე და აგრძელებს განვითარებას უფრო ფართო მიზნების მისაღწევად.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კოლეჯი „მერიდიანი“ 2026 წლის გაზაფხულიდან განახორციელებს IV დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას —„საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია“. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 11 თვეს.
