
ხარისხის განვითარების კონფერენცია
კოლეჯი მერიდიანის წარმომადგენელი დაესწრო სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას, რომელზეც განხილულ იქნა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების კუთხით არსებული მიღწევები და გამოწვევები.
Read More
კიბერუსაფრთხოების ტრენინგი
პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩატარდება საინფორმაციო ტრენინგი თემაზე „კიბერუსაფრთხოება“.
ტრენინგის მიზანია კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, კიბერსაფრთხეების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და ციფრულ სივრცეში ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის გააზრება.
Read More
განახლებული სასწავლო სისტემის ტრენინგი
მასწავლებლებისთვის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის განახლებული ვერსიის გაცნობითი ტრენინგი ჩატარდა.
შეხვედრის ფარგლებში მასწაბლებლებს მიეწოდათ ინფორმაცია სისტემაში განხორციელებული განახლებებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ. მასწავლებლებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, პრაქტიკულად გაცნობოდნენ სისტემის ფუნქციონალს და განეხილათ სასწავლო პროცესის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრის მიზანი იყო მასწავლებლებისთვის განახლებული სისტემის შესაძლებლობების გაცნობა და მისი გამოყენების პროცესის გამარტივება.
Read More
საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია დაიწყო!
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე — „საგემბანე განყოფილებილების ექსპლუატაცია” რეგისტრაცია დაიწყო ![]()
სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
სწავლის ხანგრძლივობა — 11 თვე.
ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. N4ა
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ – https://vet.ge/
511 400 303 — დაგვიკავშირდი პროგრამისა და რეგისტრაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის.

სამუშაო შეხვედრა
კოლეჯ მერიდიანის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე სასწავლო წლის პრაქტიკის საკითხები. ასევე განიხილეს მომავალი სასწავლო წლის სიახლეები და დაგეგმილი ცვლილებები.
Read More
ციფრული ტრანსფორმაცია პროფესიულ განათლებაში
კოლეჯ მერიდიანის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განათლების III საერთაშორისო კონფერენციაში — „პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია გლობალურ ეპოქაში: ინოვაცია, უნარები და პარტნიორობა“.
ღონისძიებამ გააერთიანა პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და ექსპერტები, რომელთაც იმსჯელეს პროფესიული განათლების განვითარების თანამედროვე მიმართულებებზე, ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარების განვითარებასა და პარტნიორობის გაძლიერებაზე.
კოლეჯ მერიდიანის წარმომადგენლებისთვის კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ახალი პროფესიული ხედვების გაცნობისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების გაძლიერების მიმართულებით.

გამოვლინდა „წლის საუკეთესო სტუდენტი“
„წლის საუკეთესო სტუდენტის“ ჯილდო გადაეცა სტუდენტს – გუგა მალაყმაძეს, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული მონდომებით, აქტიური ჩართულობითა და ინიციატივით, როგორც სასწავლო პროცესში, ისე კოლეჯის სხვადასხვა ღონისძიებასა და საქმიანობაში.
დაჯილდოების ფარგლებში, მას მეზღვაურის სერტიფიცირების სრული კურსისა და საჭირო დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობა სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა, რაც პროფესიული საქმიანობის დასაწყებად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
ვულოცავთ „წლის საუკეთესო სტუდენტს“ და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ გზაზე!
Read More
გამოვლინდა „წლის შემოქმედი მასწავლებელი“
წლის შემოქმედი მასწავლებლის ჯილდო გადაეცა პედაგოგს – ბატონ გურამ ხაჯიშვილს, რომელმაც ორი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო გამოსცა — „მსოფლიოს და საქართველოს საზღვაო ვაჭრობა“ და „საქართველოს საზღვაო გეოპოლიტიკა“.
აღნიშნული ჯილდო მასწავლებლის პროფესიული და შემოქმედებითი საქმიანობის, ასევე საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი წვლილის აღიარებას წარმოადგენს.
Read More
ფეხბურთის შიდა ტურნირი
კოლეჯ მერიდიანში წარმატებით ჩატარდა შიდა ფეხბურთის ტურნირი, რომელშიც სტუდენტებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
Read More


