
მერიდიანი კომპანია “Georgian Sea Gate” – ის პარტნიორია.
2009 წელს დაარსებული კომპანია „Georgian Sea Gate“ წარმოადგენს ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან საკრუინგო სააგენტოს, რომლის ძირითადი ფუნქციაა მეზღვაურების დასაქმება სხვადასხვა უცხოურ გემებზე.
Lucent Georgia LLC წარმოადგენს საკურინგო კომპანიას, რომელიც 2011 წლიდან ახორციელებს ქართველი მეზღვაურების მეზღვაურების დასაქმებას უცხოურ გემებზე, თანამშრომლობს წამყვან ევროპულ გემთმფლობელებთან და აქტიურად ეხმარება მეზღვაურებს პროფესიულ ზრდასა და კარიერული განვითარებაში.
Lucent Maritime LLC მერიდიანის ერთ-ერთი წამყვანი პარტნიორია, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს დასაქმების თვალსაზრისით. კომპანია რეგულარულად ახორციელებს ვიზიტებს მერიდიანში. შეხვედრის დროს სტუდენტები და კურსდამთავრებულები იღებენ ინფორმაციას Lucent Maritime-ის საქმიანობის, გემზე დასაქმების პირობების, კარიერული განვითარების შესაძლებლობებისა და საერთაშორისო საზღვაო სფეროში დასაქმების პერსპექტივების შესახებ.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სტუდენტების მხარდაჭერას და აქტიურად ახორციელებს მათ დასაქმების ხელშეწყობას საერთაშორისო გემებზე.

Ocean Force LLC წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საკრუინგო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მაღალკვალიფიციური მეზღვაურების დასაქმებას სხვადასხვა ტიპის გემებზე მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია უზრუნველყოფს ეკიპაჟის შერჩევას, დოკუმენტაციის გადამოწმებას და მხარდაჭერას დასაქმების პროცესში საერთაშორისო საზღვაო სტანდარტების STCW კონვენციის შესაბამისად.
Iberian Navigation LTD წარმოადგენს საკურინგო კომპანიას, რომელიც თანამშრომლობს საერთაშორისო გემთმფლობელებთან და ახორციელებს მეზღვაურების დასაქმებას. კომპანია ხელს უწყობს მაღალკვალიფიციური მეზღვაურების დასაქმებას და მათ პროფესიულ განვითარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ბათუმის საზღვაო პორტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთი მთავარ საზღვაო პორტს, რომელიც უზრუნველყოფს პორტის მომსახურებას, ტვირთების გადამუშავებას და ლოგისტიკურ მხარდაჭერას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო გადაზიდვებში.
მერიდიანის საზღვაო სასწავლო ცენტრსა და ბათუმის საზღვაო პორტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ პრაქტიკა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში.
მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ნავსადგურში დასაქმებული მეზღვაურების გადამზადებასა და შესაბამისი წვრთნების ჩატარებას მერიდიანის საზღვაო სასწავლო ცენტრში.
კოლეჯი ბლექსი წარმოადგენს პროფესიულ სასწავლებელს. პარტნიორობის ფარგლებში, ორივე სასწავლებელი აქტიურად მონაწილეობს ერთობლივ პროექტებში და სხვადასხვა საგანმანათლებლო და პროფესიულ აქტივობებში.
კოლეჯი ბლექსი წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტთა პროფესიული მომზადების მაღალ სტანდარტებს.
ყულევის ნავთობტერმინალი მერიდიანის პარტნიორია, უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის პროფესიული პრაქტიკის შესაძლებლობას
მერიდიანის საზღვაო სასწავლო ცენტრსა და ყულევის ნავთობტერმინალს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.თანამშრომლობის ფარგლებში პროფესიული სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ პრაქტიკა ყულევის ნავთობტერმინალში.მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ტერმინალში დასაქმებული მეზღვაურების გადამზადებასა და შესაბამისი წვრთნების ჩატარებას მერიდიანის საზღვაო სასწავლო ცენტრში.