
კოლეჯ მერიდიანის სტუდენტები ფოთის მარინისტულ მუზეუმს ესტუმრნენ
კოლეჯ მერიდიანის სტუდენტები ფოთის მარინისტულ მუზეუმს ესტუმრნენ.![]()
![]()
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ გემის მოდელების შექმნის პროცესს, აფრების დამზადების ტექნოლოგიასა და გემის აგებულების ძირითად პრინციპებს .![]()
შემეცნებითი ვორქშოფის პრაქტიკულ ნაწილში კი თავადაც ჩაერთნენ მოდელების შექმნის პროცესში. ![]()
![]()
გემის მოდელირების შესახებ საინტერესო ინფორმაცია და გამოცდილება სტუდენტებს ბატონმა ირაკლი კეკელიამ გაუზიარა. ![]()
ასევე, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ქალბატონი ხათუნა ქაცარავა, სტუდენტებს ესაუბრა ეკომეგობრულ მიდგომებზე, ბუნებრივი რესურსების დაზოგვასა და ნივთებისთვის „მეორე სიცოცხლის“ მინიჭების მნიშვნელობაზე .![]()
კოლეჯი მერიდიანი მადლობას უხდის ფოთის მარინისტულ მუზეუმს, ბატონ ირაკლი კეკელიას და ქალბატონ ხათუნა ქაცარავას საინტერესო, შემეცნებითი და სასარგებლო ვორქშოფისთვის ![]()
![]()
