მერიდიანის ახალი საწვრთნელი ბაზის მშენებლობა დასრულდა
ჩვენი ახალი საწვრთნელი ბაზის მშენებლობა დასრულდა და დღეიდან საზღვაო სასწავლო/საწვრთნელი კურსების პრაქტიკულ წვრთნებს ჩვენი მეზღვაურები ამ ბაზაზე გაივლიან.
სასწავლო ბაზა სრულად აკმაყოფილებს არსებულ საზღვაო პრაქტიკას და შესაბამის საერთაშორისო და ეროვნულ მოთხოვნებს.
ბაზაზე განვახორციელებთ შემდეგი კონვენციური კურსების პრაქტიკულ წვრთნებს
ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი;
ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა.
ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნები;
ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა;
თხევად აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნა;
რაც შეეხება საწვრთნელ აუზს, მისი აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სულ მალე დასრულდება.
