
უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფა
მოდული სტუდენტს აცნობს უსაფრთხო ნავიგაციისთვის საჭირო საბაზისო ცოდნასა და დამხმარე დონეზე ვახტაში მონაწილეობის წესებს. სტუდენტი სწავლობს ნავიგაციის ძირითად ცნებებს, გეოგრაფიულ კოორდინატებს, საზღვაო ერთეულებსა და მიმართულებების განსაზღვრის წესებს. მოდული მოიცავს ვიზუალური და სმენითი სიგნალების, დროშების, ნავიგაციური შუქებისა და ნიშნების ამოცნობას. სწავლების პროცესში განიხილება COLREG 72-ის ძირითადი მოთხოვნები და გემების შეჯახების თავიდან აცილების პრინციპები. სტუდენტი ეცნობა გიროკომპასისა და მაგნიტური კომპასის დანიშნულებასა და ხიდურზე არსებული ნავიგაციური ხელსაწყოების გამოყენებას. მოდული ავითარებს სანავიგაციო ვახტის მიღება-ჩაბარების, დაკვირვებისა და ინფორმაციის მოხსენების უნარს. სტუდენტი სწავლობს საჭის მართვის ინგლისურ ბრძანებებს და ზემდგომის მითითებების ზუსტად შესრულებას. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს გემის კურსზე გაყვანას, კურსის შენარჩუნებას და საგანგებო რეჟიმში საჭის მართვის წესების გაცნობას. მოდული ასევე მოიცავს გემმისაბმელ და საღუზე ოპერაციებში უსაფრთხოდ მონაწილეობის ძირითად პრინციპებს. მოდულის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია ნავიგაციურ ვახტაში დამხმარე ფუნქციების შესრულება უსაფრთხოების წესების დაცვით.
