კოლეჯ მერიდიანის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განათლების III საერთაშორისო კონფერენციაში — „პროფესიული განათლების ტრანსფორმაცია გლობალურ ეპოქაში: ინოვაცია, უნარები და პარტნიორობა“.
ღონისძიებამ გააერთიანა პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლები, საერთაშორისო პარტნიორები და ექსპერტები, რომელთაც იმსჯელეს პროფესიული განათლების განვითარების თანამედროვე მიმართულებებზე, ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი უნარების განვითარებასა და პარტნიორობის გაძლიერებაზე.
კოლეჯ მერიდიანის წარმომადგენლებისთვის კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, ახალი პროფესიული ხედვების გაცნობისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების გაძლიერების მიმართულებით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 15 წლის იუბილესთან და საქართველოს ბოლონიის პროცესში ჩართვის 20 წლისთავთან დაკავშირებით, ცენტრის ორგანიზებით ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კოლეჯი მერიდიანის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებულ, კოლეჯებისთვის სამდღიან ტრენინგში თემაზე – “საგრანტო წინადადებების შემუშავება და ფონდების მოძიება“.ტრენინგი კოლეჯ „ახალ ტალღაში“ ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა, რომლებიც ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობენ მონაწილეებმა საგრანტო წინადადების შესადგენად ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი დაამუშავეს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული აქტივობების გზით.
კოლეჯი მერიდიანის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სამუშო შეხვედრაში, რომელიც მიეძღვნა პროფესიულ სასწავლებლებში ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის დაგეგმვას და განვითარებას.
უნარების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის და კოლეჯი მერიდიანის წარმომადგენლების შეხვედრა ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივებზე.