
ქართულიენა B1 – არაქართულენოვანი სტუდენტისთვის
მოდული განკუთვნილია არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის და მიზნად ისახავს სახელმწიფო ენაზე უფრო დამოუკიდებელი კომუნიკაციის განვითარებას.
სტუდენტი სწავლობს ყოველდღიურ, საყოფაცხოვრებო და ნაცნობ პროფესიულ თემებზე საუბრის გაგებასა და აზრის გადმოცემას. მოდული ავითარებს მოსმენის, კითხვის, წერისა და ლაპარაკის უნარებს შედარებით ფართო საკომუნიკაციო სიტუაციებში. სტუდენტი ეცნობა ბიოგრაფიის, დასაქმების, მგზავრობის, ჯანმრთელობის, ვაჭრობისა და საზოგადოებრივი მომსახურების თემებთან დაკავშირებულ ლექსიკას. სწავლების პროცესში გამოიყენება დისკუსიები, შემთხვევის შესწავლა, როლური თამაშები, პრეზენტაციები და ტექსტზე მუშაობის სტრატეგიები. სტუდენტი სწავლობს სხვადასხვა სახის ტექსტის წაკითხვას, გააზრებას, შეჯამებასა და პირად გამოცდილებასთან დაკავშირებას. მოდული მოიცავს პირადი და საქმიანი წერილების, CV-ის, სამოტივაციო წერილისა და მოკლე ანგარიშის შედგენის უნარების განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროფესიულ გარემოში ქართული ენის პრაქტიკულ გამოყენებას და ტერმინების სწორად ამოცნობას. სტუდენტი სწავლობს პრეზენტაციის მომზადებას, დიალოგებსა და დისკუსიებში მონაწილეობას და საკუთარი პოზიციის გამოხატვას. მოდულის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს ქართულ ენაზე დამოუკიდებლად კომუნიკაციას ყოველდღიურ და პროფესიულად მნიშვნელოვან სიტუაციებში.
