
გამოვლინდა „წლის შემოქმედი მასწავლებელი“
წლის შემოქმედი მასწავლებლის ჯილდო გადაეცა პედაგოგს – ბატონ გურამ ხაჯიშვილს, რომელმაც ორი მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო გამოსცა — „მსოფლიოს და საქართველოს საზღვაო ვაჭრობა“ და „საქართველოს საზღვაო გეოპოლიტიკა“.
აღნიშნული ჯილდო მასწავლებლის პროფესიული და შემოქმედებითი საქმიანობის, ასევე საგანმანათლებლო სფეროში შეტანილი წვლილის აღიარებას წარმოადგენს.
