
გამოვლინდა „წლის საუკეთესო სტუდენტი“
„წლის საუკეთესო სტუდენტის“ ჯილდო გადაეცა სტუდენტს – გუგა მალაყმაძეს, რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული მონდომებით, აქტიური ჩართულობითა და ინიციატივით, როგორც სასწავლო პროცესში, ისე კოლეჯის სხვადასხვა ღონისძიებასა და საქმიანობაში.
დაჯილდოების ფარგლებში, მას მეზღვაურის სერტიფიცირების სრული კურსისა და საჭირო დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობა სრულიად უსასყიდლოდ გადაეცა, რაც პროფესიული საქმიანობის დასაწყებად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
ვულოცავთ „წლის საუკეთესო სტუდენტს“ და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ გზაზე!
