
სატვირთო ოპერაციები
მოდული სტუდენტს აცნობს გემზე სატვირთო ოპერაციების მომზადების, შესრულებისა და კონტროლის ძირითად საკითხებს. სტუდენტი სწავლობს სატვირთო სათავსოების განლაგებას, ტექნიკურ მახასიათებლებსა და ოპერაციებისთვის მომზადების წესებს. მოდული მოიცავს სატვირთო სისტემების, აღჭურვილობის, ამწევი სამარჯვებისა და მათი უსაფრთხო გამოყენების საკითხებს. სტუდენტი ეცნობა ტვირთის მიღების, შენახვის, მოვლის, ტრანსპორტირების, გაზომვისა და დაცლის პროცესებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტვირთის დამუშავებისა და განთავსების დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვას. მოდული მოიცავს საშიში, მავნე და საზიანო ტვირთების კლასებსა და მათთან ურთიერთობის წესებს. სტუდენტი სწავლობს IMDG კოდექსის მიხედვით სახიფათო ტვირთების მარკირების და სიმბოლოების მნიშვნელობას. სწავლების პროცესში განიხილება მასალათა უსაფრთხოების მონაცემთა პასპორტის გამოყენება ტვირთთან მოპყრობისას. პრაქტიკული ნაწილი მოიცავს სატვირთო სათავსოების დასუფთავებას, აღჭურვილობის მომზადებასა და ტვირთის დამუშავებაში მონაწილეობას. მოდულის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია სატვირთო ოპერაციებში უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და დადგენილი პროცედურების შესაბამისად მონაწილეობა.
