
უცხო ენა – ინგლისური
მოდული სტუდენტს უვითარებს ინგლისურ ენაზე ყოველდღიურ და პროფესიულ თემებზე კომუნიკაციის საბაზისო უნარებს. სტუდენტი სწავლობს დიალოგებში და დისკუსიებში მონაწილეობას, საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოხატვასა და კითხვებზე პასუხს. მოდული მოიცავს მოსმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარების განვითარებას შესაბამისი დონის მასალების გამოყენებით. სტუდენტი ეცნობა თავაზიან ფორმებს, ყოველდღიურ ლექსიკას, მარტივ ენობრივ სტრუქტურებსა და პროფესიულ ტერმინოლოგიას. სწავლების პროცესში გამოიყენება როლური თამაშები, სიტუაციური საუბრები, აუდიო-ვიდეო მასალები და პრაქტიკული დავალებები. სტუდენტი სწავლობს უცხოურ ენაზე მიღებული ინფორმაციის მოსმენას, გაგებას და მნიშვნელოვანი დეტალების გადმოცემას. მოდული მოიცავს ტექსტების წაკითხვას, გააზრებას, ძირითადი აზრის გამოტანასა და მიღებული ინფორმაციის შეჯამებას. სტუდენტი ავითარებს მცირე წერილობითი ტექსტების, პირადი კორესპონდენციისა და პროფესიულ თემებზე მარტივი ჩანაწერების შედგენის უნარს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კომუნიკაციის კულტურას და ენის პრაქტიკულ გამოყენებას რეალურ სიტუაციებში. მოდულის დასრულების შემდეგ სტუდენტს შეუძლია ინგლისურ ენაზე მარტივი, გასაგები და მიზნობრივი კომუნიკაცია ყოველდღიურ და პროფესიულ გარემოში.
