
გაცნობითი სახის შეხვედრა მოსწავლეებთან
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაცნობის მიზნით კოლეჯი “მერიდიანი”-ს წარმომადგენლები ბათუმის რამოდენიმე სკოლის, მე-9,მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა:
დარგის სპეციფიკა
საზღვაო პროფესიის მნიშვნელობები
სასწავლებლის სტრუქტურა
სამომავლო გეგმები განათლებისა და დასაქმების მხრივ.
კოლეჯი “მერიდიანი” სამომავლოდაც გეგმავს მსგავსი შეხვედრების ჩატარებას, რადგან ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას
Read More
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია გრძელდება!
შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია გრძელდება!
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალს:
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

კომპანიის ინსტრუქტორის მომზადების ტრენინგი
მიმდინარე წლის 6,7,8 ივნისს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გერმანული BBP Project-ის ფარგლებში ჩატარდა “კომპანიის ინსტრუქტორის მომზადების ტრენინგი”, რომლშიც მონაწილეობა მიიღეს კოლეჯი “მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერის” თანამშრომლებმა.
ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი ინსტრუქტორის/ტრენერის მომზადების და მისი ფუნქციების მნიშვნელობა და კავშირი პროფესიულ დაწესებულებას, სტუდენტსა და კომპანიას შორის.
Read More
,,პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი”
კოლეჯი “მერიდიანი” – მონაწილეობას იღებდა ,,პროფესიული სასწავლებლების სტუდენტურ ფესტივალში”.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა წარმოადგინენ თავიანთი სასწავლებლის პრეზენტაციები;
ფესტივალის მიზანია:
პროფესიული მიმართულებების პოპულარიზაცია
სტუდენტ-ახალგაზრდების მოზიდვა
სასწავლებლებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება
სტუდენტური სერვისების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა.
