
ინოვაციური ციფრული პლატფორმა
შევიმუშავეთ ინოვაციური ციფრული პორტალი, რომელიც უნიკალურია ქართულ პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცეში. პლატფორმა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის სრულ ციფრულ მართვას და მნიშვნელოვნად ამარტივებს, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე აკადემიურ პროცესებს.
სტუდენტებს საშუალება აქვთ, ელექტრონულად ასახონ ყველა საგნის შედეგი, რაც ხელს უწყობს მონაცემების ეფექტურ და გამჭვირვალე ადმინისტრირებას. მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, პორტალზე შეადგინონ კალენდარული გეგმები, განრიგები, ატვირთონ სწავლის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტები და მარტივად მართონ სასწავლო პროცესი. პლატფორმა მოიცავს უწყისების ავტომატურ ფორმირებასაც, რაც კიდევ უფრო ამცირებს ბიუროკრატიულ რესურსებს.
პორტალზე ასევე ასახულია სტუდენტთა პირადი საქმეები, რაც სისტემატიზებულად ინახავს მათ აკადემიურ და ადმინისტრაციულ ინფორმაციას. შედეგების დადასტურების შემდეგ სისტემაში ავტომატურად იქმნება ინდივიდუალური პორტფოლიოები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სტუდენტთა პროფესიული განვითარების დოკუმენტურ მხარდაჭერას.
პორტალი ეფექტურად ცვლის ქაღალდზე დაფუძნებულ მიდგომებს და უზრუნველყოფს სრულად ციფრულ, მოქნილ და თანამედროვე მართვის სისტემაზე გადასვლას.
Read More
კოლეჯ მერიდიანის 4 კურსდამთავრებული უკვე შორეულ ნაოსნობაშია!
![]()
კოლეჯ მერიდიანის 4 კურსდამთავრებული უკვე შორეულ ნაოსნობაშია!
![]()
მათ წარმატებით დაიწყეს კარიერა სხვადასხვა ტიპის გემებზე საერთაშორისო კომპანიებში და რეალურ სამუშაო გარემოში წარმატებით იყენებენ კოლეჯში მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
წარმატებულ და უსაფრთხო ნაოსნობას ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს!

რიდერები
სასწავლო პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო სასწავლო მოდულებისთვის რიდერების ( სასწავლო გზამკვლევების ) შემუშავება, რაც ინოვაციურ მიდგომას წარმოადგენს პროფესიულ განათლებაში. რიდერი წარმოადგენს სპეციალურად სტუდენტებისთვის განკუთვნილ სასწავლო გზამკვლევებს, რომლებშიც მარტივი და გასაგები ენით არის გადმოცემული თითოეული მოდულის ძირითადი თემები.
რიდერები შემუშავდა შემდეგი მიზნებით:
1) სტუდენტებს უკეთესად გაეგოთ და დაემახსოვრებინათ მოდულის ძირითადი საკითხები;
2) რთული თეორიული მასალა მათთვის უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები გამხდარიყო;
3) დამოუკიდებელი მუშაობა გამარტივებულიყო;
4) რიდერები გამოირჩევა იმით , რომ არ არის გადატვირთული ზედმეტი აკადემიური ტერმინოლოგიით – მასალა გადმოცემულია მკაფიო , ლოგიკურად თანმიმდევრული სტრუქტურით , რაც ეხმარება სტუდენტებს თეორიის სწრაფად აღქმასა და პრაქტიკაში გამოყენებაში.
Read More
