• კოლეჯის დირექტორის ბრძანების საფუძველზე იქმნება სააპელაციო კომისია და განისაზღვრება საკითხის განხილვის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას. განხილვის დაწყების შესახებ დაუყონებლივ ეცნობება საჩივრის ავტორს და განემარტება მისი უფლებები და მოვალეობები აღნიშნული განხილვის ფარგლებში.
• სააპელაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან: დირექტორი, სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესიული სტუდენტი (პროფესიული სტუდენტი არ უნდა იყოს სააპელაციო განაცხადის წარმდგენი პროფესიული სტუდენტის თანაჯგუფელი), დარგის სპეციალისტი – პროფესიული განათლების მასწავლებელ(ებ)ი (პროფესიული განათლების მასწავლებელის შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი).
• კომისია პროფესიული სტუდენტის განცხადების სრულყოფილად და სამართლიანად განხილვის მიზნით გადახედავს და აფასებს შესრულების მტკიცებულებას ან თავიდან აფასებს პროფესიულ სტუდენტს განმსაზღვრელი შეფასებით, რომლის შედეგების საფუძელზე საოქმო დადგენილების სახით აფორმებს პასუხს პროფესიული სტუდენტის განცხადებაზე. აღნიშნული პასუხი პროფესიულ სტუდენტს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
• სააპელაციო კომისია ვალდებულია პროფესიულ სტუდენტს დაუსაბუთოს მიღებული შეფასების ობიექტურობა, უფლებამოსილია პროფესიული სტუდენტის შეფასება შეცვალოს (პროფესიული სტუდენტის სასარგებლოდ) ან დატოვოს ძალაში, თუ პროფესიული სტუდენტის მიერ წარდგენილი საჩივარი უსაფუძვლო ან დაუსაბუთებელია.
• პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააპელაციო კომისია კოლეჯის დირექტორის სახელზე წარადგენს სამსახურებრივ ბარათს შეფასების კორექტირების თაობაზე შესაბამის უწყისში.
• ზოგადი ხასიათის წერილობითი საჩივარი, რომელშიც არგუმენტირებულად და მკაფიოდ არ იქნება განსაზღვრული თუ რას აპროტესტებს პროფესიული სტუდენტი, არ განიხილება. გადაწყვეტილება პროტესტის განუხილველად დატოვების შესახებ საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
• პროტესტის განხილვის შედეგი პროფესიული სტუდენტისთვის ცნობილი გახდება წერილობითი საჩივრის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში.
• საწარმოო პრაქტიკის/პრაქტიკული პროექტის/საკავლიფიკაციო გამოცდის უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს შეფასების გასაჩივრების უფლებით, შეფასების გაცნობიდან 1 (ერთი) კვირის განმავლობაში.