შეფასების სისტემა

კოლეჯში პროფესიული პროგრამა ხორციელდება სამუშაოზე
დაფუძნებული სწავლების ფორმით. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი სწავლის შედეგის მიღწევას რეალურ ან/და იმიტირებულ სამუშაო გარემოში.
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმები:
ა) სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი სწავლის შედეგის მიღწევას რეალურ ან/და იმიტირებულ სამუშაო გარემოში.
ბ) პროგრამით განსაზღვრული ზოგიერთი სწავლის შედეგის რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევა შესაძლებელია დუალური ან კოოპერაციული სწავლებით.
გ) პროგრამით განსაზღვრული ზოგიერთი სწავლის შედეგის იმიტირებულ სამუშაო გარემოში მიღწევა შესაძლებელია, განხორციელდეს დაწესებულებაში.

  • კოოპერაციული სწავლება – კოოპერაციული სწავლება – კოოპერაციული სწავლება გულისხმობს დაწესებულებისა და სუბიექტის (მეწარმე სუბიექტი/იურიდიულ პირი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი) მიერ პროგრამის ერთობლივად განხორციელებას,როდესაც შესაბამისი პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების არაუმეტეს 50%-ის შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევა ხდება რეალურ სამუშაო გარემოში.
  • პროფესიული სტუდენტის შეფასება მის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების ფლობის დადასტურების პროცესია.
    პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
    განმავითარებელი შეფასება სწავლის პროცესის შეფასებაა, რომელიც აკონტროლებს პროფესიული სტუდენტის განვითარების დინამიკას და მისი მიზანია პროფესიული სტუდენტის დახმარება უკუკავშირის მიწოდების გზით. განმავითარებელი შეფასება საკონტაქტო საათის აქტივობათა განუყოფელი ნაწილია და ის ხორციელდება პროფესიული განათლების მასწავლებლის გადაწყვეტილების შესაბამისად.
    განმსაზღვრელი შეფასება ემსახურება მიღწეული სწავლის შედეგის ან შედეგების ერთობლიობის საბოლოო შეფასებას მოდულით განსაზღვრული შესრულების კრიტერიუმების შესაბამისად. ის ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციის დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი.
    ორი ტიპის შეფასებას:
    ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
    ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა
  •  
  • პროფესიული სტუდენტისათვის კრედიტის მინიჭება ხორციელდება მხოლოდ სწავლისშედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოდულის/სწავლის რომელიმე შედეგის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს ამ მოდულის (რომელიც არის სხვა მოდულის წინაპირობა) სწავლის დასრულებიდან, მომდევნო მოდულის დაწყებამდე ნებისმიერ დროს განმეორებით ორჯერ დაადასტუროს შესაბამისი სწავლის შედეგი. აღნიშნულ პერიოდში პროფესიული სტუდენტის მიერ 2 (ორი) მცდელობის მიუხედავად მოდულის/სწავლის შესაბამისი შედეგის დაუდასტურებლობის ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მან შესაბამისი მოდული/სწავლის შედეგი უნდა გაიაროს ხელახლა. თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი მოდული არ არის სხვა მოდულის წინაპირობა, აღნიშნული მოდულის/სწავლის შედეგის დაუდასტურებლობის ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს სწავლის შედეგი დაადასტუროს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე.
პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია მოდულის დასრულებამდე, დაუდასტურებელი სწავლის შედეგის დადასტურების თარიღი ზეპირსიტყვიერად შეათანხმოს პროფესიული განათლების მასწავლებელთან.

  • პროფესიული სტუდენტისათვის კრედიტის მინიჭება ხორციელდება მხოლოდ სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე.
  • სამუშაოზე დაფუძნებული პროგრამის ფარგლებში, პროფესიული სტუდენტის შეფასებისას, გამოიყენება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმსაზღვრელი შეფასება ხორციელდება სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურების მიზნით, ხოლო მიმდინარე და შუალედური შეფასებისას გამოიყენება განმავითარებელი შეფასება.

შუალედური შეფასება ტარდება პროგრამის განხორციელების შუა ეტაპზე და თემატიკა. ეხება მხოლოდ შუალედური შეფასების ჩატარებამდე მიღწეულ სწავლის შედეგებს. შუალედური შეფასება სავალდებულოა.

შუალედური შეფასება ტარდება დაწესებულების აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, რომელიც გამოიცემა შუალედური შეფასების ჩატარებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე, როდესაც პროფესიულ სტუდენტს გავლილი ექნება მოდულების შესაბამისი სწავლის შედეგების არანაკლებ 50% და არაუმეტეს 60%. შუალედური შეფასების თემატიკა ეხება მხოლოდ შუალედური შეფასების ჩატარებამდე მიღწეულ სწავლის შედეგებს.

შუალედური შეფასების ფარგლებში სტუდენტი იღებს რეკომენდაციებს და რჩევებს
სწავლის შედეგების მიღწევასთან დაკავშირებით.
შუალედური შეფასება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ტიპის დავალებებით:
ა) კომპლექსური დავალება;
ბ) პრაქტიკული დავალება;
გ) პრეზენტაცია;
დ) პორტფოლიოს პრეზენტაცია;
ე) დასრულებული ან მიმდინარე პროექტი;
ვ) პროფესიული სტუდენტის მიერ საკუთარი სწავლის შედეგების ანალიზი თვითშეფასების
ანგარიშის მომზადების გზით;
ზ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით სხვა ტიპის
დავალება/დავალებები.

შუალედური შეფასების სისტემა ეფუძნება კოლეჯის შეფასების ძირითად პრინციპებს, კერძოდ, შედეგის დადასტურება, შედეგის ვერ დადასტურება.

შუალედურ შეფასების დადასტურება არის საკვალიფიკაციო გამოცდაზე პროფესიული სტუდენტების დაშვების წინაპირობა. საპატიო მიზეზით შუალედურ შეფასებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია კოლეჯს წარუდგინოს იმ ობიექტურ გარემოებათა დამადასტურებელი დოკუმენტი, რამაც გამოიწვია შუალედურ შეფასებაზე გამოუცხადებლობა. ობიექტურ გარემოებად განიხილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ოჯახის წევრის გარდაცვალება და სხვ.). წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კოლეჯის აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ინიშნება დამატებითი შეფასების თარიღი. დამატებითი შუალედური შეფასება შეიძლება დაინიშნოს შუალედური შეფასებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა

  • შესრულების მტკიცებულება წარმოადგენს შესაფასებელი პირის მიერ სწავლის შედეგის მიღწევის მატერიალური ან ციფრული სახით დადასტურებას. ყველა სწავლის შედეგი დადასტურებული უნდა იქნას შესაბამისი მტკიცებულებით.
  • საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა პროგრამით გათვალისწინებული ყველა სწავლის შედეგის დადასტურება და შუალედურ შეფასებაში მონაწილეობა.
    პროფესიული სტუდენტისთვის კვალიფიკაციის მინიჭების აუცილებელი პირობაა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, რომლის მიზანია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების პროფესიული მოვალეობებისა და ამოცანების შესრულების პროცესში კომპლექსურად გამოყენების უნარის შეფასება.
  • საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება კოლეჯის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისიის წინაშე.
    საკვალიფიკაციო კომისიის წევრების შემადგენლობა განსაზღვრულია არანაკლებ 3 წევრით.
    საკვალიფიკაციო კომისიის წევრი შეიძლება იყოს შესაბამისი დარგის პროფესიული განათლების მასწავლებელი, ასევე შესაბამისი დარგის პრაქტიკული კომპეტენციის მქონე მოწვეული პირი.
    საკვალიფიკაციო გამოცდა ფასდება შემდეგი წესით:
    ა) შედეგი დადასტურდა;
    ბ) შედეგი ვერ დადასტურდა.

მოდულის ყველა შედეგის შეფასება პროფესიულ სტუდენტს აესახება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში 5 დღის ვადაში,გარდა საწარმოო პრაქტიკის/პრაქტიკული პროექტის/საკვალიფიკაციო გამოცდისა.

საწარმოო პრაქტიკის/პრაქტიკული პროექტის/საკვალიფიკაციო გამოცდის შეფასების შედეგები პროფესიულ სტუდენტს აესახება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში 3 დღის ვადაში.

პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია შედეგების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, წერილობითი საჩივარი წარადგინოს კოლეჯის კანცელარიაში.

აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე იქმნება სააპელაციო კომისია და განისაზღვრება საკითხის განხილვის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას. განხილვის დაწყების შესახებ დაუყონებლივ ეცნობება საჩივრის ავტორს და განემარტება მისი უფლებები და მოვალეობები აღნიშნული განხილვის ფარგლებში.

სააპელაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან: აღმასრულებელი დირექტორი, კოლეჯის ხელმძღვანელი, სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესიული სტუდენტი (პროფესიული სტუდენტი არ უნდა იყოს სააპელაციო განაცხადის
წარმდგენი პროფესიული სტუდენტისთანაჯგუფელი), დარგის სპეციალისტი – პროფესიული განათლების მასწავლებელ(ებ)ი (პროფესიული განათლების მასწავლებლის შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს ინტერესთაკონფლიქტი).

კომისია პროფესიული სტუდენტის განცხადების სრულყოფილად და სამართლიანადგანხილვის მიზნით გადახედავს და აფასებს შესრულების მტკიცებულებას ან თავიდან აფასებს პროფესიულ სტუდენტს განმსაზღვრელი შეფასებით, რომლის შედეგების საფუძველზე საოქმო
დადგენილების სახით აფორმებს პასუხს პროფესიული სტუდენტის განცხადებაზე. აღნიშნული პასუხი პროფესიულ სტუდენტს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.

სააპელაციო კომისია ვალდებულია პროფესიულ სტუდენტს დაუსაბუთოს მიღებული შეფასების ობიექტურობა, უფლებამოსილია პროფესიული სტუდენტის შეფასება შეცვალოს (პროფესიული სტუდენტის სასარგებლოდ) ან დატოვოს ძალაში, თუ პროფესიული სტუდენტის მიერ წარდგენილი საჩივარი უსაფუძვლო ან დაუსაბუთებელია.

პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააპელაციო კომისია ცენტრის
აღმასრულებელი დირექტორის სახელზე წარადგენს სამსახურებრივ ბარათს შეფასების კორექტირების თაობაზე შესაბამის უწყისში.

ზოგადი ხასიათის წერილობითი საჩივარი, რომელშიც არგუმენტირებულად და მკაფიოდ არ იქნება განსაზღვრული თუ რას აპროტესტებს პროფესიული სტუდენტი, არ განიხილება. გადაწყვეტილება პროტესტის განუხილვევლად დატოვების შესახებ საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

პროტესტის განხილვის შედეგი პროფესიული სტუდენტისთვის ცნობილი გახდება წერილობითი საჩივრის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში.
საწარმოო პრაქტიკის/პრაქტიკული პროექტის/საკვალიფიკაციო გამოცდის უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს შეფასების გასაჩივრების უფლებით, შეფასების გაცნობიდან 1 (ერთი) კვირის განმავლობაში.

  • სასწავლო პროცესის ეფექტიანი და გამჭვირვალე მართვის მიზნით კოლეჯი
    „მერიდიანი“ იყენებს სასწავლო პროცესის მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემას,რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ყველა ეტაპის ციფრულად დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას.
    სისტემა აერთიანებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე აკადემიურ საკითხებს და უზრუნველყოფს მასწავლებელთა, სტუდენტთა და ადმინისტრაციის შორის უწყვეტ კომუნიკაციას.
    ელექტრონული პლატფორმის ძირითადი ფუნქციონალებია:
    სტუდენტთა პორტფოლიოებისა და პირადი საქმის წარმოება – თითოეულ სტუდენტს გააჩნია ინდივიდუალური პროფილი, სადაც ინახება სწავლასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მიღწევები, ტესტების შედეგები და შეფასებები.
    ტესტების შექმნა, ჩასატარებელი გამოცდების დანიშვნა და შედეგების დადასტურება – მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა შექმნას ტესტები და დავალებები, განსაზღვროს მათი ჩაბარების ვადები, ხოლო შეფასების პროცესი მიმდინარეობს ანონიმურად, რაც უზრუნველყოფს ობიექტურობასა და აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას.
    უწყისების წარმოება – სისტემა ავტომატურად ქმნის სტუდენტთა ინდივიდუალურ უწყისებს, სადაც აისახება აკადემიური პროგრესი, შეფასებები და დასწრების მონაცემები.
  • კალენდარული გეგმის წარმოება – მასწავლებლები სისტემაში ადგენენ სასწავლო მოდულების კალენდარულ განრიგს, რომელიც ავტომატურად ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის.
    სასწავლო მასალის მიწოდება სტუდენტებისთვის – სტუდენტებს მიეწოდებათ სალექციო მასალა, სამუშაო ცხრილები და დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია შესაბამის მოდულებთან.
    სასწავლო გეგმის წარმოება და დოკუმენტების ატვირთვა – სისტემაში შესაძლებელია სასწავლო გეგმების, მოდულების, პრეზენტაციების, რიდერების და სხვა სასწავლო რესურსების ატვირთვა მასწავლებელთა მიერ. აღნიშნულ მასალებზე წვდომა განისაზღვრება სტუდენტებისა და ადმინისტრაციისათვის შესაბამისი უფლებების მიხედვით.
  • საკომუნიკაციო მოდული (წერილების გაგზავნა) – სისტემა იძლევა შესაძლებლობას, განხორციელდეს ოპერატიული კომუნიკაცია ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის შეტყობინებების, წერილების ან მითითებების სახით.
    ბრძანებების, მითითებებისა და გზამკვლევების ელექტრონული აღრიცხვა
    ადმინისტრაცია სისტემაში ატვირთავს სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ბრძანებებს, რეგულაციებსა და მიმართულების დოკუმენტებს, რითაც უზრუნველყოფილია მათი გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა.
    აღნიშნული სისტემა წარმოადგენს კოლეჯის სასწავლო პროცესის ციფრულ ბირთვს და უზრუნველყოფს პროცესების მართვის მაღალი ხარისხის სტანდარტს, მონაცემთა და აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვას