წინამდებარე წესი ადგენს შპს „მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერის“ (შემდგომში – “კოლეჯი“) ბიბლიოთეკით სარგებლობის წესს, არეგულირებს ბიბლიოთეკაში გაწევრიანებას და ბიბლიოთეკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. განსაზღვრავს ბიბლიოთეკის მიზანს და ფუნქციებს.
ბიბლიოთეკა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „პროფესიული განათლების შესახებ “საქართველოს კანონით, „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” საქართველოს კანონით, კოლეჯის დებულებით, წინამდებარე წესით და კოლეჯში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტებით.
ხელმისაწვდომია თუ არა მისთვის საინტერესო რესურსი ბიბლიოთეკაში. შეუძლია თუ არა რესურსის გატანა და რა ვადით. სხვა რა ალტერნატიული წყაროები არსებობს მისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
მიიღოს ბიბლიოთეკაში დაცული საბიბლიოთეკო დოკუმენტები ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების შესაბამისად. მიიღოს სრული ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ.ისარგებლოს ბიბლიოთეკის საძიებო საშუალებებით.ორიგინალის უქონლობის ან ერთი ეგზემპლარის არსებობის შემთხვევაში მოითხოვოს მისთვის საჭირო სასწავლო მასალის ასლის გადაღება ან დასკანერება.
ა) სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში თუ ბიბლიოთეკაში არის საკმარისი რაოდენობა) – 7 დღე.
ბ) სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში თუ ბიბლიოთეკაში არ არის საკმარისი რაოდენობა) – 3 დღე.
გ) მხატვრული ლიტერატურა – 14 დღე.
დ) სხვა კატეგორიის წიგნი – 14 დღე.
ა. პატივი სცეს როგორც ბიბლიოთეკის თანამშრომლების, ასევე სხვა მომხმარებლის უფლებებს.
ბ. გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
გ. ბიბლიოთეკაში შემოსვლისთანავე მკითხველი ვალდებულია: გადაიყვანოს მობილური ტელეფონი უხმო რეჟიმზე, დაიცვას სიჩუმე, ჯგუფური მუშაობისას არ შეუშალოს ხელი სხვა მკითხველს.
დ. საბიბლიოთეკო რესურსით სარგებლობის შემდეგ თვითნებურად არ დააბრუნოს ისინი თაროზე, არამედ ჩააბაროს ბიბლიოთეკარს ან დატოვოს მაგიდაზე.
ე. წიგნის ან სხვა მასალის მიღებისას გულდასმით შეამოწმოს ის და დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში შეატყობინოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს.
ვ. ბიბლიოთეკაში დაუშვებელია საკვები პროდუქტების შეტანა, გარდა ბოთლში ჩამოსხმული წყლისა და სხვა მინერალური სასმელებისა.
ზ. მკითხველს ეკრძალება ბიბლიოთეკიდან წიგნის ან სხვა რესურსის, მკითხველის აბონემენტში ბიბლიოთეკარის მიერ სპეციალური ჩანაწერის გაკეთების გარეშე, თვითნებურად გატანა.
ა. სასწავლო მასალის, დამხმარე და სხვა ლიტერატურის გაცნობა.
ბ. ინტერნეტით მასალების მოძიება და გადმოწერა.
გ. CD დისკებით და FLASH მეხსიერების ბარათებით სარგებლობა (ბიბლიოთეკართან შეთანხმებით).
დ. ელექტრონული ფოსტით სარგებლობა.
ე. კოლეჯის ვებგვერდით სარგებლობა.
ვ. პრინტერით, ასლგადამღებით და სკანერით სარგებლობა.
ა. ხმაური და ხმამაღალი საუბარი, ტელეფონი გადართული უნდა იყოს უხმო რეჟიმზე.
ბ. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც შეაწუხებს სხვა მკითხველს, ბიბლიოთეკის თანამშრომელს.
გ. ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსებით არადანიშნულებისამებრ სარგებლობა (ასეთად ჩაითვლება სხვადასხვა არამიზნობრივი ვებ-გვერდებით სარგებლობა, ფილმების, თამაშების ჩამოტვირთვა, ტექნიკის კონფიგურაციის შეცვლა და სხვა).
დ. რესურსების დაზიანება.
ე. უნებართვოდ წიგნის გატანა.
ვ. მოწევა და ალკოჰოლური სასმელის შეტანა.
ზ. საკვები პროდუქტების შეტანა, გარდა ბოთლში ჩამოსხმული წყლისა და სხვა მინერალური სასმელებისა.
ა. პასუხს აგებს ბიბლიოთეკის ქონებასა და გამოყენებაზე.
ბ. ახორციელებს სათანადო ღონისძიებებს ბიბლიოთეკის მატერიალურ-
გ. ტექნიკური ბაზის სრულყოფისათვის.
დ. უზრუნველყოფს მკითველთა მომსახურებას.
ე. უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის წარმოებას (კატალოგი, საინვენტარო წიგნი, მკითხველის ფორმულარი და სხვა).
ვ. უზრუნველყოფს წიგნების დამუშავებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ზ. უზრუნველყოფს რესურსის აღრიცხვას ელექტრონულ კატალოგში.
ი. უზრუნველყოფს ბიბლიოთეკაში წესრიგს.
კ. კოლეჯის დირექტორს ყოველი წლის ბოლოს წარუდგენს ანგარიშს.
ლ. მონაწილეობს პროფესიული პროგრამების დანერგვაში.
მ. აწარმოებს სასწავლო რესურსის გამოყენების სტატისტიკას.
ნ. ბიბლიოთეკართან ინახება ბიბლიოთეკის ბეჭედი.
ა. დასაქმებულის ან ბიბლიოთეკის სხვა მომხმარებლის შეურაცხყოფისას, მკითხველს ეკისრება სასწავლებლის შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსებით გათვალისწინებული დისციპლინარული სანქციები;
ბ. ბიბლიოთეკის რესურსისა და ინვენტარის დაზიანებისას, ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, მკითხველს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და ზარალის სრული ანაზღაურება.
გ. სამკითხველო დარბაზში სიჩუმის დარღვევისას (ხმამაღალი საუბარი, მობილურის ზარი და ა.შ.) მკითხველი ბიბლიოთეკარისგან იღებს სიტყვიერ გაფრთხილებას, მსგავსი დარღვევის ორჯერ განმეორების შემთხვევაში ტოვებს სამკითხველო დარბაზს.
დ. საბიბლიოთეკო რესურსის ბიბლიოთეკიდან თვითნებურად გატანისას, მკითხველს ეკისრება სასწავლებლის შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსებით გათვალისწინებული სანქციები.