შპს მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერი დაფუძნდა 2021 წლის 23 თებერვალს, მისი ძირითადი საქმიანობა განისაზღვრა მეზღვაურთა საწვრთნელი და სერტიფიცირების პროგრამების განხორციელებით.
დაწესებულების მიზანია მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა მომხმარებლებისთვის, რომელიც სრულად ფარავს საერთაშორისო და ეროვნულ მოთხოვნებს. დღეისათვის, ცენტრი უზრუნველყოფს ხარისხის მართვას ISO 9001:2015 სტანდარტის ყველა მოთხოვნათა დაცვით.
2021 წელს, მერიდიანმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება საზღვაო ინდუსტრიის ერთ-ერთი პირველი საკლასიფიკაციო საზოგადოების, Lloyd’s Register-ის მიერ, რომელმაც ცენტრს მიანიჭა ხარისხის მართვის სისტემის ISO 9001:2015 სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი.
დაწესებულება აღიარებულია სფეროს ეროვნული მარეგულირებლის, სსიპ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.
მერიდიან მერითაიმ თრენინგ სენთერის საქმიანობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 2022 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების საჭიროების, ასევე დასაქმების ბაზრის მოთხოვნის შესწავლის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შპს მერიდიან მერითაიმ თრენინგ სენთერის ერთ-ერთ საქმიანობად განისაზღვროს პროფესიული განათლება და განახორციელოს მოდულური პროგრამა საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია. ამისათვის დიდი შრომის და მომზადების შედეგად, 2023 წლის 15 მაისს მერიდიანმა მიიღო ავტორიზაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან.
2023 წლის 10 სექტემბერს კოლეჯმა დაიწყო აპლიკანტების რეგისტრაცია, პირველივე მიღებაზე 96 მისაღებ ადგილზე შემოვიდა 160 განაცხადი, რაც საკმაოდ დიდი კონკურენციის მაჩვენებელია.
დაწესებულებას მიაჩნია, რომ მისი გამოცდილება და ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა კოლეჯს მისცემს საშუალებას ხელი შეუწყოს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი და კონკურენტუნარიანი პროფესიული განათლების მქონე კადრების მომზადებას საზღვაო მიმართულებით.
კოლეჯი ამაზე არ ჩერდება და აგრძელებს მუშაობას უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.