კვალიფიკაციის სერტიფიკატის (სამუშაო დიპლომის) მისაღებად უნდა მიმართოთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციით:
- საერთაშორისო პასპორტი
- იუსტიციის სახლში გადაღებული ფოტოს კოდი
- მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა
- განათლების დიპლომი
- სერტიფიკატების დამზადების გადახდის ქვითარი (იხდით ადგილზე სააგენტოში)
- განაცხადების შეტანის შემდეგ მიიღებთ სმს-ს გამოცდაზე დაშვების თაობაზე, რის შემდეგაც აირჩევთ გამოცდის თარიღს ვებ-გვერდზე: georgianseafarers.ge
- გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, იქვე სააგენტოში იხდით მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის და ნაოსნობის წიგნაკის თანხას და დადგენილ თარიღში მიიღებთ ყველა დოკუმენტს, რის შემდეგაც მზად ხართ დასაქმებისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!!!
