- კოლეჯი ვალდებულია, აპლიკანტები ჩარიცხოს პროგრამისათვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და რეიტინგულ სიაში აპლიკანტის რიგითობის გათვალისწინებით, უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აპლიკანტის მიერ წერილობით გამოხატული ნების საფუძველზე.
- საბაზო პროფესიულ პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის: ა) 70%-ის ფარგლებში, ჩარიცხვა ხორციელდება იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონეა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური; ბ) 30%-ის ფარგლებში, ჩარიცხვა ხორციელდება იმ აპლიკანტთა რეიტინგული ქულის გათვალისწინებით, რომელთა განათლების მიღწეული დონე აღემატება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს.
- კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება დოკუმენტების წარდგენის ფორმა და ვადები.
- აპლიკანტმა, კოლეჯში ჩარიცხვის მიზნით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
1. განცხადება დირექტორის სახელზე;
2. ერთი ცალი ფოტოსურათი 3×4;
3. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
4. პირადობის მოწმობა/პასპორტი (არასრულწლოვნის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის პირადობის მოწმობა).
5. აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი ან ის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება კანონიერი წარმომადგენლობა.
6. პროგრამაზე დაშვების წინაპირობის გათვალისწინებით (მოთხოვნის შემთხვევაში) „მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტანდარტების“ მოთხოვნის („საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2014 წლის 26 თებერვლის №01 ბრძანება) შესაბამისი დოკუმენტი – მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა. 8.5. მინისტრის მიერ დადგენილ ვადებში, ამ მუხლის1.პუნქტით დადგენილი წესისა და ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აპლიკანტთა პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ;
- კოლეჯი უფლებამოსილია აპლიკანტს არ მოსთხოვოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ აღნიშნული განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა, აპლიკანტის რეგისტრაციის მომენტში, დადასტურებულია მართვის სისტემის მიერ.
- აპლიკანტი, რომელსაც რეგისტრაციისას არჩეული აქვს რამდენიმე პროგრამა, უფლებამოსილია ჩაირიცხოს მხოლოდ ერთ პროგრამაზე.
- რეიტინგულ სიაში, აპლიკანტის ადგილს იკავებს რეიტინგული სიის მიხედვით შემდეგი აპლიკანტი:
1. ამ მუხლის 8.1 პუნქტით დადგენილი წესის საფუძველზე დაწესებულების მიერ აპლიკანტის ჩარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში;
2. აპლიკანტის მიერ ჩარიცხვაზე უარის თქმის შემთხვევაში;
3. აპლიკანტის სხვა პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში.
- პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის ფარგლებში მიღწეული განათლების დონის მიხედვით გამოყოფილი ადგილების შეუვსებლობის შემთხვევაში, ეს ადგილები გამოიყენება მეორე რეიტინგულ სიაში მყოფ აპლიკანტთა ჩარიცხვისთვის.
- თუ ორი ან ორზე მეტი აპლიკანტი რეიტინგულ სიაში მოხვდა თანაბარი რეიტინგული ქულით და მათი პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილების რაოდენობას, დაწესებულებას შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე დაემატება მისაღებ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ის რაოდენობა, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარი ქულის მქონე აპლიკანტების ჩასარიცხად. 8.11. თუ ამ მუხლის 8.10. პუნქტის საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტთა რაოდენობა გადააჭარბებს დაწესებულების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის გამოყოფილი ადგილებისთვის შესაბამის წელს განსაზღვრული მისაღები პროფესიული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებს, დამატებული პროფესიული სტუდენტების რაოდენობა გამოაკლდება მოცემულ პროგრამაზე შემდეგ წელს მისაღებ ადგილებს, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში – სწავლების შესაბამის ფორმაზე/სასწავლო გეგმაზე არსებულ თავისუფალ ადგილებს.
- დაწესებულება ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა შესახებ ინფორმაციის ასახვა პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ წესის მე-6 მუხლის 6.2. პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული სწავლის დაწყების თარიღის დადგომამდე.
- კოლეჯი ამ მუხლის 8.4. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან, მინისტრის მიერ დადგენილ ვადაში, დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რიცხავს აპლიკანტებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და აფორმებს ხელშეკრულებას აპლიკანტთან /კანონიერ წარმომადგენელთან/მხარდამჭერთან. 8.14. ამ მუხლის 8.13 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა პროფესიულ სტუდენტს/კანონიერ წარმომადგენელს/მხარდამჭერს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება პროფესიული სტუდენტის პირად საქმეში.
- პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, კოლეჯი უფლებამოსილია ინფორმაცია შესავსები ადგილების შესახებ, მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადებში ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
- შესავსები ადგილების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, დაწესებულება იყენებს ჩარიცხვის დასრულების შემდეგ პროგრამაზე მისაღები ადგილებიდან დარჩენილ თავისუფალ ადგილებს.
- მართვის სისტემა უზრუნველყოფს დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმ აპლიკანტებისთვის, რომლებმაც ვერ მოიპოვეს პროფესიული სტუდენტის სტატუსი.
- აპლიკანტი, რომელიც ვერ ჩაირიცხა მის მიერ არჩეულ პროგრამაზე, უფლებამოსილია მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში აირჩიოს არაუმეტეს 3 პროგრამა.
- პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით გამოცხადებული მიღების ფარგლებში, გარდა იმ პროგრამებისა, რომლებზეც შერჩევა ხორციელდება ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით, ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, რეგისტრაციის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობას.
- პროგრამაზე თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, აპლიკანტთა შერჩევა, რეიტინგული სიების ფორმირება, შედეგების ასახვა და ჩარიცხვა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად და ამ მუხლით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით.
- თუ აპლიკანტს რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აქვს არჩეული, ამ მუხლის6. პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის აპლიკანტისთვის ხელმისაწვდომობის შემდეგ, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში, სარეგისტრაციო სისტემაში ირჩევს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიდან ერთ-ერთს, რომელზეც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება და დაწესებულებაში წარადგენს აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის დაწესებულების მიერ განსაზღვრულ დოკუმენტებს.
- თავისუფალი ადგილების შევსების ფარგლებში, პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-8 მუხლის2. პუნქტი.
- დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა დასრულდეს ამ წესის მე-6 მუხლის2. პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული სწავლის დაწყების თარიღის დადგომამდე.
- ყველა პირისთვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, წინამდებარე მუხლით განისაზღვრება პროგრამებზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ჩარიცხვის წესი.
- ყველა პროგრამა, რომელზეც შესაბამის წელს გამოცხადებულია მიღება, ასევე, ხელმისაწვდომია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის, პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ზემოთ, გამოცხადებული ადგილების 15%-ის ფარგლებში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
- პირს, რომელსაც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ დადასტურებული აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი და დადგენილი წესით გავლილი აქვს პროფესიული ორიენტაცია, უფლება აქვს ჩარიცხვის მიზნით სარეგისტრაციო პორტალზე გააკეთოს შესაბამისი არჩევანი. სისტემა უზრუნველყოფს პირისათვის მხოლოდ იმ პროგრამების შეთავაზებას, რომელზე ჩარიცხვის მიზნითაც პირის მიმართ გაცემულია დადებითი რეკომენდაცია. აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამ წესის მე-5 მუხლის 5.2. პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
- დაწესებულება განიხილავს შესაბამისი გუნდის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს და თანდართულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას პირის პროგრამაზე ჩარიცხვის შესახებ.
- თუ პროგრამაზე დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა აღემატება პროგრამისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისთვის გათვალისწინებულ ადგილების რაოდენობას ჩარიცხვის დროს უპირატესობა ენიჭება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტს, რომელიც პირველად მოიპოვებს პროფესიული სტუდენტის სტატუსს. ამასთან, დაწესებულებას უფლება აქვს განსაზღვროს დამატებითი პირობები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროგრამებზე ჩარიცხვით მიზნით, დაწესებულება გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, მონაცემებს ასახავს სარეგისტრაციო სისტემაში და უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტის ინფორმირებას ამ წესის მე-6 მუხლის 6.2. პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული შერჩევის პერიოდში.
- სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, დაწესებულება უფლებამოსილია ინფორმაცია შესავსები ადგილების შესახებ, მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადებში ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. 11.2. შესავსები ადგილების რაოდენობის განსაზღვრის მიზნით, დაწესებულება იყენებს ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, პროგრამაზე მისაღები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისთვის განსაზღვრული ადგილებიდან დარჩენილ თავისუფალ ადგილებს.
- მართვის სისტემა უზრუნველყოფს დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას იმ აპლიკანტებისათვის, რომლებმაც ვერ მოიპოვეს პროფესიული სტუდენტის სტატუსი.
- აპლიკანტი უფლებამოსილია მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში აირჩიოს პროგრამა.
- პროგრამაზე თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით, აპლიკანტთა შერჩევა, ხორციელდება ამ წესის მე-10 მუხლის 10.3. პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.
- თავისუფალი ადგილების შევსების ფარგლებში, პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვაზე არ ვრცელდება ამ წესის მე-8 მუხლის 8.2. პუნქტი.
- დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა დასრულდეს ამ წესის მე-6 მუხლის 6.2 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული სწავლის დაწყების თარიღის დადგომამდე.