კოლეჯის მისიაა ხარისხიანი პროფესიული განათლების მისაღებად, პარტნიორ დაწესებულებებთან ერთობლივად პროფესიის შესაბამის რეალურ გარემოში, შრომის ბაზარზე ადაპტირებული კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრის მომზადება. ინდივიდის მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების მიღების, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა. დაწესებულების პრიორიტეტული მიმართულებაა საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები.
კოლეჯის მისია შეესაბამება პროფესიული განათლების მიზნებს, კერძოდ, შრომის ბაზარზე ადაპტირებული კონკურენტუ-ნარიანი და კვალიფიციური კადრის მომზადება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ასევე პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. მისიაში გაცხადებულია ინდივიდის მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების მიღების, დასაქმებისა და თვითდა საქმების ხელშეწყობა.
კოლეჯს მისიიდან გამომდინარე განსაზღვრული აქვს ხედვა და ღირებულებები, კერძოდ, 2029 წლისათვის „მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერი” არის დაწესებულება, რომელიც ავითარებს თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო და სამუშაო ინფრასტრუქტურას, გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით, ხელს უწყობს დაინტერესებულ პირთა მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლებას, სარგებლობს კარგი რეპუტაციითა და სანდო ბრენდით, არის ფინანსურად მდგრადი დაწესებულება.
ხარისხზე ორიენტირება – სწავლა/სწავლების მიწოდებისას მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
გუნდურობა – კოლეჯის პრიორიტეტია, რომ ყველა დაინტერესებული მხარე ორიენტირებული იყოს საერთო მიზნის მიღწევაზე. კოლეჯში მიმდინარე პროცესებში თავისი კომპეტენციის, ინტერესისა და უფლება-მოვალეობის შესაბამისად, ჩართული იყოს კოლეჯის პერსონალი, სტუდენტები, დამსაქმებლები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
გამჭვირვალობა – კოლეჯში მიმდინარე ყველა პროცესთან მიმართებით, დაწესებულება იყენებს ღია და საჯარო მიდგომებს, რომელიც აისახება შესაბამის წესებში, პროცედურებსა და გადაწყვეტილებებში.
თანასწორობა და თანაბარი შესაძლებლობები – კოლეჯი ორიენტირებულია კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობაზე, რისთვისაც ავითარებს ისეთ საგანმანათლებლო სივრცეს, რომელშიც კოლეჯის თითო-ეული წევრი თავს გრძნობს სოციუმის სრულუფლებიან წარმომადგენლად, მიუხე-და¬ვად მისი რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხე-დულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნისა.
თანამშრომლობა გარე აქტორებთან და ინტერნაციონალიზაცია – კოლეჯი ღიაა თანამშრომლობისთვის ყველა დაინტე-რესებულ მხარესთან და ავითარებს ურთიერთსასარგებლო კავშირებს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ