პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, საზღვაო ტრანსპორტის მომსახურების სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება, კერძოდ მოამზადოს გემბანის რიგითი მეზღვაური, რომელიც შეძლებს შემდეგი სამუშაოების შესრულებას: გემბანის მოწყობილობებისა და მექანიზმების უსაფრთხო ექსპლუატაციაში, უსაფრთხო სანავიგაციო ვახტაში, გემმისაბმელ და საღუზე ოპერაციებში, გემბანის მექანიზმების პროფილაქტიკურ-სარემონტო სამუშაოებში, გემზე სატვირთო ოპერაციებში მონაწილეობას, გემის საჭეს მართვას, გემზე არსებული სათავსოების მოვლა-დასუფთვებას, გემზე სამღებრო სამუშაოების შესრულებას და გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას.