15
ივლ

რიდერები

სასწავლო პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო სასწავლო მოდულებისთვის რიდერების ( სასწავლო გზამკვლევების ) შემუშავება, რაც ინოვაციურ მიდგომას წარმოადგენს პროფესიულ განათლებაში. რიდერი წარმოადგენს სპეციალურად სტუდენტებისთვის განკუთვნილ სასწავლო გზამკვლევებს, რომლებშიც მარტივი და გასაგები ენით არის გადმოცემული თითოეული მოდულის ძირითადი თემები.

რიდერები შემუშავდა შემდეგი მიზნებით:

  • სტუდენტებს უკეთესად გაეგოთ და დაემახსოვრებინათ მოდულის ძირითადი საკითხები;
  • რთული თეორიული მასალა მათთვის უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები გამხდარიყო;
  • დამოუკიდებელი მუშაობა გამარტივებულიყო;
  • რიდერები გამოირჩევა იმით , რომ არ არის გადატვირთული ზედმეტი აკადემიური ტერმინოლოგიით – მასალა გადმოცემულია მკაფიო , ლოგიკურად თანმიმდევრული სტრუქტურით , რაც ეხმარება სტუდენტებს თეორიის სწრაფად აღქმასა და პრაქტიკაში გამოყენებაში.