
01
აპრ
საგანმანათლებლო შეხვედრები ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში: გემების უსაფრთხოება და საზღვაო განათლება
- 2025 წლის აპრილში კოლეჯის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში გამართულ საგანმანათლებლო შეხვედრებში, რომლებიც პროფესიული მიმართულებით გამორჩეულად საინტერესო და ინფორმაციული იყო.
პირველ სესიას თემაზე „რატომ ხდება დღეს გემების შეჯახებები ზღვაში? – COLREG-ის როლი და თანამედროვე გამოწვევები“ უძღვებოდა გამოცდილი მეზღვაური, პირველი თანაშემწე გიორგი გერსამია.
მეორე შეხვედრა ჩატარდა თემაზე „საზღვაო განათლების მნიშვნელობა საზღვაო ნავიგაციის სტუდენტებისთვის“, რომელიც წარადგინა შორეული ნაოსნობის კაპიტანმა კონსტანტინე ბოლქვაძემ.
სტუდენტებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა შეხვედრებში, მოისმინეს პრაქტიკული რჩევები და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები. მსგავსი ჩართულობა ხელს უწყობს პროფესიული ცნობიერების ამაღლებას და კარიერული ხედვის გაფართოებას.