
საგრანტო წინადადებების შემუშავება და ფონდების მოძიება
კოლეჯი მერიდიანის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებულ, კოლეჯებისთვის სამდღიან ტრენინგში თემაზე – “საგრანტო წინადადებების შემუშავება და ფონდების მოძიება“.
ტრენინგი კოლეჯ „ახალ ტალღაში“ ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა, რომლებიც ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობენ
მონაწილეებმა საგრანტო წინადადების შესადგენად ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი დაამუშავეს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული აქტივობების გზით.
ამავდროულად, ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ და განეხილათ 𝐄𝐫𝐚𝐬𝐦𝐮𝐬+ 𝐊𝐀𝟏 & 𝐊𝐀𝟐 საგრანტო კონკურსების ფარგლებში მომზადებული და დაფინანსებული საპროექტო დოკუმენტები სასწავლო მოდული ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის მიერ აღიარებული ზრდასრულთა მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების (𝐥𝐢𝐟𝐞-𝐥𝐨𝐧𝐠 𝐥𝐞𝐚𝐫𝐧𝐢𝐧𝐠) სტანდარტების შესაბამისად იყო შემუშავებული
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეების მიერ შეძენილი ახალი უნარები და ცოდნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კოლეჯების წარმომადგენლებს საერთაშორისო გრანტების მოზიდვასა და კონკურენტუნარიანი პროექტების შექმნაშისამდღიანი ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ ფარგლებში გაიმართა.