
სასწავლო პროცესის ეთიკის წესების დარღვევად ჩაითვლება
1.სასწავლო პროცესის ეთიკის დარღვევად ითვლება პლაგიატი, სხვისი ნაშრომის საკუთარად წარმოდგენა, სხვა სტუდენტის ნამუშევრის მოპარვა, შეცვლა ან განადგურება.
2.დაუშვებელია სხვა სტუდენტისთვის აკადემიურ თაღლითობაში დახმარება, სხვის ნაცვლად გამოცდის ჩაბარება, პირადობის გაყალბება ან გამოცდის მასალების უნებართვოდ გავრცელება.
3.ეთიკის დარღვევად ითვლება ასევე შეფასების მიღების მიზნით მასწავლებელზე ან ადმინისტრაციაზე ზეწოლა, უკვე ჩაბარებული ნამუშევრის უნებართვოდ შეცვლა და კოლეჯში წარსადგენი დოკუმენტაციის გაყალბება ან არასრულყოფილად წარდგენა.
