- კოლეჯში პროფესიული პროგრამა ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით.
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი სწავლის შედეგის მიღწევას რეალურ ან/და იმიტირებულ სამუშაო გარემოში.
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმები:
- სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს პროგრამით გათვალისწინებული ზოგიერთი სწავლის შედეგის მიღწევას რეალურ ან/და იმიტირებულ სამუშაო გარემოში.
- პროგრამით განსაზღვრული ზოგიერთი სწავლის შედეგის რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევა შესაძლებელია დუალური ან კოოპერაციული სწავლებით.
- პროგრამით განსაზღვრული ზოგიერთი სწავლის შედეგის იმიტირებულ სამუშაო გარემოში მიღწევა შესაძლებელია, განხორციელდეს დაწესებულებაში.
- პროგრამით განსაზღვრული ზოგიერთი სწავლის შედეგის რეალურ სამუშაო გარემოში მიღწევა შესაძლებელია დუალური ან კოოპერაციული სწავლებით.
- პროგრამით განსაზღვრული ზოგიერთი სწავლის შედეგის იმიტირებულ სამუშაო გარემოში მიღწევა შესაძლებელია, განხორციელდეს დაწესებულებაში.
- კოოპერაციული სწავლება – კოოპერაციული სწავლება გულისხმობს დაწესებულებისა და სუბიექტის (მეწარმე სუბიექტი/იურიდიულ პირი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი) მიერ პროგრამის ერთობლივად განხორციელებას, როდესაც შესაბამისი პროგრამის დარგობრივი მოდულებით გათვალისწინებული კრედიტების არაუმეტეს 50%-ის შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევა ხდება რეალურ სამუშაო გარემოში.
- პროფესიული სტუდენტის შეფასება მის მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების ფლობის დადასტურების პროცესია. პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
- განმავითარებელი სწავლის პროცესის შეფასებაა, რომელიც აკონტროლებს პროფესიული სტუდენტის განვითარების დინამიკას და მისი მიზანია პროფესიული სტუდენტის დახმარება უკუკავშირის მიწოდების გზით. განმავითარებელი შეფასება საკონტაქტო საათის აქტივობათა განუყოფელი ნაწილია და ის ხორციელდება პროფესიული განათლების მასწავლებლის გადაწყვეტილების შესაბამისად.
- განმსაზღვრელი შეფასება ემსახურება მიღწეული სწავლის შედეგის ან შედეგების ერთობლიობის საბოლოო შეფასებას მოდულით განსაზღვრული შესრულების კრიტერიუმების შესაბამისად. ის ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციის დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას.
- სწავლის შედეგი დადასტურდა;
- სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
- პროფესიული სტუდენტისათვის კრედიტის მინიჭება ხორციელდება მხოლოდ სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე.
- სამუშაოზე დაფუძნებული პროგრამის ფარგლებში, პროფესიული სტუდენტის შეფასებისას, გამოიყენება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმსაზღვრელი შეფასება ხორციელდება სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურების მიზნით, ხოლო მიმდინარე და შუალედური შეფასებისას გამოიყენება განმავითარებელი შეფასება.
- შუალედური შეფასება ტარდება პროგრამის განხორციელების შუა ეტაპზე და თემატიკა ეხება მხოლოდ შუალედური შეფასების ჩატარებამდე მიღწეულ სწავლის შედეგებს. შუალედური შეფასება სავალდებულოა.
- შუალედური შეფასება ტარდება დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში, რომელიც გამოიცემა შუალედური შეფასების ჩატარებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე, როდესაც პროფესიულ სტუდენტს გავლილი ექნება მოდულების შესაბამისი სწავლის შედეგების არანაკლებ 40% და არაუმეტეს 60%. შუალედური შეფასების თემატიკა ეხება მხოლოდ შუალედური შეფასების ჩატარებამდე მიღწეულ სწავლის შედეგებს.
- განმსაზღვრელ შეფასებამდე 3 სამუშაო დღით ადრე შესაბამისი პროფესიული განათლების მასწავლებელი ახორციელებს პროფესიული სტუდენტების დეტალურ ინფორმირებას შეფასების პროცედურისა და ინსტრუმენტის/ინსტრუმენტების შესახებ.
- მიღებული შედეგები სტუდენტებს ეცნობებათ 3 სამუშაო დღის ვადაში.
- შეფასების შედეგებთან დაკავშირებით, სტუდენტებისთვის უკუკავშირის მიცემა ხორციელდება ინდივიდუალურად. შესაძლებელია, ზოგადი მიგნებები და უკუკავშირი მასწავლებელმა ჯგუფურად გაუზიაროს პროფესიულ სტუდენტებს. 21.4. შეფასების ინსტრუმენტს შეიმუშავებს პროფესიული განათლების მასწავლებელი და შესათანხმებლად წარუდგენს სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, რომელიც შესაბამისი დარგის სპეციალისტთან ერთად განიხილავს მის ვალიდურობას, სანდოობას, გამჭვირვალობას, სამართლიანობას, ობიექტურობასა და ვალიდაციის შემთხვევაში ადასტურებს მას. პროფესიული განათლების მასწავლებელი შემუშავებულ შეფასების ინსტრუმენტს სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს წარუდგენს შეფასების ჩატარებამდე 1 კვირით ადრე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით ან მატერიალური ფორმით.
- პროფესიული განათლების მასწავლებელი შეფასების ინსტრუმენტის შექმნისას იყენებს კონკრეტულ მოდულს.
- შეფასების ინსტრუმენტის ვალიდაცია ხორციელდება სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის და დარგის სპეციალისტის მიერ.
- ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით, კონკრეტული შეფასების ინსტრუმენტის ვალიდაციაში არ მონაწილეობს ის პირი, რომელიც ჩართული იყო აღნიშნული ინსტრუმენტის შემუშავებაში.
- დაუშვებელია სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის სამსახურთან შეუთანხმებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება.
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოდულის/სწავლის შედეგის დაუდასტურებლობის შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს ამ მოდულზე (რომელიც არის სხვა მოდულის წინაპირობა) სწავლის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში განმეორებით დაადასტუროს შესაბამისი სწავლის შედეგი. აღნიშნულ ვადაში პროფესიული სტუდენტის მიერ 1 (ერთი) მცდელობის მიუხედავად მოდულის/სწავლის შესაბამისი შედეგის დაუდასტურებლობის ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მან შესაბამისი მოდული/სწავლის შედეგი უნდა გაიაროს ხელახლა.
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პროფესიულ სტუდენტს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოდულის/სწავლის რომელიმე შედეგის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვს ამ მოდულის (რომელიც არის სხვა მოდულის წინაპირობა) სწავლის დასრულებიდან, მომდევნო მოდულის (მოდული, რომელიც არ იწყება წინაპირობიანი მოდულის დასრულებიდან 2 კვირაში) დაწყებამდე ნებისმიერ დროს განმეორებით დაადასტუროს შესაბამისი სწავლის შედეგი. აღნიშნულ პერიოდში პროფესიული სტუდენტის მიერ 1 (ერთი) მცდელობის მიუხედავად მოდულის/სწავლის შესაბამისი შედეგის დაუდასტურებლობის ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მან შესაბამისი მოდული/სწავლის შედეგი უნდა გაიაროს ხელახლა.
- თუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი მოდული არ არის სხვა მოდულის წინაპირობა, აღნიშნული მოდულის/სწავლის შედეგის დაუდასტურებლობის ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს სწავლის შედეგი დაადასტუროს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე ერთჯერადად.
- პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია მოდულის დასრულებამდე, დაუდასტურებელი სწავლის შედეგის დადასტურების თარიღი ზეპირსიტყვიერად შეათანხმოს პროფესიული განათლების მასწავლებელთან.
- შესრულების მტკიცებულება წარმოადგენს შესაფასებელი პირის მიერ სწავლის შედეგის მიღწევის მატერიალური ან ციფრული სახით დადასტურებას. ყველა სწავლის შედეგი დადასტურებული უნდა იქნას შესაბამისი მტკიცებულებით.
- შესრულების მტკიცებულებების შეგროვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პროფესიული განათლების მასწავლებელს, რომელიც აღნიშნულ მტკიცებულებებს ათავსებს პროფესიული სტუდენტის პორტფოლიოში, ხოლო მოდულის დასრულების შემდეგ გადასცემს სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის სამსახურს.
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში შექმნილი მტკიცებულებები ინახება სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის სამსახურში შეფასების უწყისის გაფორმებიდან 3 წლის ვადით (შესრულების მტკიცებულებათა შენახვა ხდება თითოეული მოდულების მიხედვით ცალცალკე), რის შემდეგაც ხორციელდება მათი განადგურება დაწესებულების საქმისწარმოების წესით გათვალიწინებული პროცედურის შესაბამისად.
- კოლეჯის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის სამსახური მტკიცებულებებს აღრიცხავს ელექტრონული ჟურნალის საშუალებით. მტკიცებულებების აღრიცხვის ჟურნალი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება
- პროფესიული სტუდენტების სახელი და გვარი
- ჯგუფის ნომერი
- მოდულის დასახელება
- მოდულის დაწყებისა და დასრულების თარიღი
- პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
- მტკიცებულებების შენახვის ადგილი
- შესრულების მტკიცებულებები მოიცავს შესაფასებელი პირის იდენტიფიცირების საშუალებას.
- სწავლის შედეგი დადასტურებულად ითვლება, თუ შესაფასებელი პირი დადებითად შეფასდა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
- სწავლის შედეგების დადასტურება შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც ყოველი სწავლის შედეგის ბოლოს, ასევე შესაძლებელია რამდენიმე სწავლის შედეგის ერთდროულად დადასტურება.
- პროფესიული სტუდენტის მიერ დადასტურებული სწავლის შედეგი ფორმდება პროფესიული სტუდენტის შეფასების უწყისით და ეცნობება თითოეულ პროფესიულ სტუდენტს ინდივიდუალურად ზეპირსიტყვიერად ან/და წერილობითი ფორმით.
- პროფესიული სწავლის შედეგების დადასტურების უწყისები პროფესიულის ტუდენტისათვის კვალიფიკაციის მინიჭებამდე ინახება პორტფოლიოში, სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის სამსახურში, ხოლო კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ კი გადაეცემა არქივს და ინახება უვადოდ.
- პროფესიული სტუდენტი, რომელიც სრულად ვერ ითვისებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ყველა მოდულს და წყვეტს სწავლას, უფლებამოსილია, მოითხოვოს სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი, განვლილი მოდულების/სწავლის შედეგების შესახებ.
- დაწესებულების ფარგლებში იქმნება შიდა მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც ახორციელებს შეფასების სისტემის მონიტორინგს და აფასებს მის ეფექტურობას.
- შიდა მხარდაჭერის ჯგუფის შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება დაწესებულებაში მოქმედი ხარისხის მართვის მექანიზმებით.
- სამუშაოზე დაფუძნებული პროგრამის ფარგლებში, პროფესიული სტუდენტის შეფასებისას, გამოიყენება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმსაზღვრელი შეფასება ხორციელდება სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურების მიზნით. განმავითარებელი შეფასების ფარგლებში გამოიყენება შუალედური შეფასება, რომელიც საშუალებას იძლევა, მოხდეს დაკვირვება პროფესიული სტუდენტის პროგრესზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევასთან დაკავშირებით და დროულად იქნას უზრუნველყოფილი ჩარევა სწავლა-სწავლების პროცესში.
- შუალედური შეფასების ფარგლებში სტუდენტი იღებს რეკომენდაციებს და რჩევებს სწავლის შედეგების მიღწევასთან დაკავშირებით.
- სამუშოზე დაფუძნებული სწავლებით პროფესიული პროგრამის ფარგლებში კოლეჯის დირექტორის ბრძანებით ინიშნება შუალედური შეფასება.
- შუალედური შეფასების თემატიკა უნდა მოიცავდეს შუალედური შეფასების მომენტისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულების დასრულებულ სწავლის შედეგებს, რაც გულისხმობს კომპლექსურად, განვლილი თემატიკის შემაჯამებელ დავალებას/დავალებებს.
- შუალედური შეფასება შეიძლება განხორციელდეს შემდეგი ტიპის დავალებებით:
- კომპლექსური დავალება;
- პრაქტიკული დავალება;
- პრეზენტაცია;
- პორტფოლიოს პრეზენტაცია;
- დასრულებული ან მიმდინარე პროექტი;
- დასრულებული ან მიმდინარე პროექტი;
- პროფესიული სტუდენტის მიერ საკუთარი სწავლის შედეგების ანალიზი თვითშეფასების ანგარიშის მომზადების გზით;
- პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით სხვა ტიპის დავალება/დავალებები.
- შუალედური შეფასების სისტემა ეფუძნება კოლეჯის შეფასების ძირითად პრინციპებს, კერძოდ, შედეგის დადასტურება, შედეგის ვერ დადასტურება.
- შუალედურ შეფასებაში მონაწილეობის მიღება არის საკვალიფიკაციო გამოცდაზე პროფესიული სტუდენტების დაშვების წინაპირობა.
- საპატიო მიზეზით შუალედურ შეფასებაზე გამოუცხადებლობის შემთვევაში, პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია კოლეჯს წარუდგინოს იმ ობიექტურ გარემოებათა დამადასტურებელი დოკუმენტი, რამაც გამოიწვია შუალედურ შეფასებაზე გამოუცხადებლობა. ობიექტურ გარემოებად განიხილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ოჯახის წევრის გარდაცვალება და სხვ.). წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ინიშნება დამატებითი შეფასების თარიღი. დამატებითი შუალედური შეფასება შეიძლება დაინიშნოს შუალედური შეფასებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა.
- საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წინაპირობაა პროგრამით გათვალისწინებული ყველა სწავლის შედეგის დადასტურება და შუალედურ შეფასებაში მონაწილეობა.
- პროფესიული სტუდენტისთვის კვალიფიკაციის მინიჭების აუცილებელი პირობაა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, რომლის მიზანია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების პროფესიული მოვალეობებისა და ამოცანების შესრულების პროცესში კომპლექსურად გამოყენების უნარის შეფასება.
- პროფესიული სტუდენტის ინფორმირებას შუალედური შეფასების საკითხებზე ახდენს სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის სამსახური.
- შუალედური შეფასების ჩატარების მიზნით, კოლეჯის დირექტორის ბრძანებით იქმნება კომისია/კომისიები.
- კომისია შედგება არანაკლებ 3 წევრისა. კომისიის შემადგენლობაში შედიან პროფესიული განათლების მასწავლებლებლები, რომლებიც პროფესიულ სტუდენტს აფასებენ წინასწარ შემუშვებული კრიტერიუმით.
- შუალედური შეფასება პროფესიული სტუდენტისთვის არ წარმოშობს არანაირ სამართლებრივ შედეგებს. პროფესიული სტუდენტისთვის სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს მხოლოდ შუალედურ შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობა.
- შუალედური შეფასების შედეგი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
- სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის სამსახური უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტების ინფორმირებას შუალედური შეფასების საკითხებზე, კერძოდ, ჩატარების პერიოდი, მნიშვნელობა, შეფასებაში მონაწილეობის მიუღებლობის შედეგები, შეფასების წესი და სხვა. პროფესიული სტუდენტების ინფორმირება უნდა მოხდეს შუალედური შეფასების ჩატარებამდე გონივრული ვადით ადრე, არაუგვიანეს, ბრძანების გამოცემიდან 3 სამუშო დღის ვადაში.
- საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისიის წინაშე.
- საკვალიფიკაციო კომისიის წევრების შემადგენლობა განსაზღვრულია არანაკლებ 3 წევრით.
- საკვალიფიკაციო კომისიის წევრი შეიძლება იყოს შესაბამისი დარგის პროფესიული განათლების მასწავლებელი, ასევე შესაბამისი დარგის პრაქტიკული კომპეტენციის მქონე მოწვეული პირი.
- საკვალიფიკაციო გამოცდა ფასება შემდეგი წესით: შედეგი დადასტურდა/სედეგი ვერ დადასტურდა.
- კოლეჯის დირექტორის ბრძანების საფუძველზე იქმნება სააპელაციო კომისია და განისაზღვრება საკითხის განხილვის ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ კვირას. განხილვის დაწყების შესახებ დაუყონებლივ ეცნობება საჩივრის ავტორს და განემარტება მისი უფლებები და მოვალეობები აღნიშნული განხილვის ფარგლებში.
- სააპელაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან: დირექტორი, სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესიული სტუდენტი (პროფესიული სტუდენტი არ უნდა იყოს სააპელაციო განაცხადის წარმდგენი პროფესიული სტუდენტის თანაჯგუფელი), დარგის სპეციალისტი – პროფესიული განათლების მასწავლებელ(ებ)ი (პროფესიული განათლების მასწავლებელის შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი).
- კომისია პროფესიული სტუდენტის განცხადების სრულყოფილად და სამართლიანად განხილვის მიზნით გადახედავს და აფასებს შესრულების მტკიცებულებას ან თავიდან აფასებს პროფესიულ სტუდენტს განმსაზღვრელი შეფასებით, რომლის შედეგების საფუძელზე საოქმო დადგენილების სახით აფორმებს პასუხს პროფესიული სტუდენტის განცხადებაზე. აღნიშნული პასუხი პროფესიულ სტუდენტს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
- სააპელაციო კომისია ვალდებულია პროფესიულ სტუდენტს დაუსაბუთოს მიღებული შეფასების ობიექტურობა, უფლებამოსილია პროფესიული სტუდენტის შეფასება შეცვალოს (პროფესიული სტუდენტის სასარგებლოდ) ან დატოვოს ძალაში, თუ პროფესიული სტუდენტის მიერ წარდგენილი საჩივარი უსაფუძვლო ან დაუსაბუთებელია.
- პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააპელაციო კომისია კოლეჯის დირექტორის სახელზე წარადგენს სამსახურებრივ ბარათს შეფასების კორექტირების თაობაზე შესაბამის უწყისში.
- ზოგადი ხასიათის წერილობითი საჩივარი, რომელშიც არგუმენტირებულად და მკაფიოდ არ იქნება განსაზღვრული თუ რას აპროტესტებს პროფესიული სტუდენტი, არ განიხილება. გადაწყვეტილება პროტესტის განუხილველად დატოვების შესახებ საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
- პროტესტის განხილვის შედეგი პროფესიული სტუდენტისთვის ცნობილი გახდება წერილობითი საჩივრის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში.
- საწარმოო პრაქტიკის/პრაქტიკული პროექტის/საკავლიფიკაციო გამოცდის უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში პროფესიული სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს შეფასების გასაჩივრების უფლებით, შეფასების გაცნობიდან 1 (ერთი) კვირის განმავლობაში.