
თეორიული სწავლების A და B გარემო
თეორიული სწავლების A და B გარემო განკუთვნილია ლექციების, განხილვების, პრეზენტაციებისა და სასწავლო აქტივობების ჩასატარებლად. აღნიშნულ სივრცეებში პროფესიული სტუდენტები იღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თეორიულ ცოდნას, ეცნობიან დარგობრივ საკითხებს და მონაწილეობენ სასწავლო პროცესში.
სასწავლო ოთახები უზრუნველყოფს კომფორტულ და ორგანიზებულ გარემოს, სადაც შესაძლებელია როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობა. თეორიული სწავლების გარემო ხელს უწყობს სტუდენტების ჩართულობას, მასალის უკეთ გააზრებას და პროფესიული კომპეტენციების საფუძვლების ჩამოყალიბებას.
Read More
გემზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა
მოდული სტუდენტს აძლევს გემზე უსაფრთხო მუშაობისათვის აუცილებელ საბაზისო ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს. სწავლების პროცესში განიხილება შრომის უსაფრთხოების, ჰიგიენისა და პირადი დაცვის ძირითადი წესები. სტუდენტი ეცნობა გემზე არსებულ საფრთხეებს, მათ შორის ელექტრო, მექანიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ რისკებს. მოდული მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების, სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესებს. სტუდენტი სწავლობს ინდივიდუალური და კოლექტიური სამაშველო საშუალებების დანიშნულებასა და გამოყენებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გემის დატოვების, წყალში გადარჩენისა და შეკრების ადგილებზე მოქმედების პროცედურებს. მოდული ასევე მოიცავს საზღვაო გარემოს დაცვის საკითხებს და MARPOL კონვენციის ძირითად მოთხოვნებს. სტუდენტი სწავლობს ნარჩენების შემცირების, დახარისხების, დამუშავებისა და ნაპირზე ჩაბარების წესებს. პრაქტიკული დავალებების მეშვეობით სტუდენტი ავითარებს უსაფრთხოების წესების რეალურ სამუშაო გარემოში გამოყენების უნარს. მოდულის დასრულების შემდეგ სტუდენტი მზად არის გემზე უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი და გარემოსდაცვითი ნორმების შესაბამისი მოქმედებისთვის.
Read More
Team Building
Meridian-მა ორგანიზება გაუწია team-building-ის ღონისძიებას Kolkheti National Park-ში, სადაც გუნდის წევრებმა ბუნებრივ გარემოში სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით განიმტკიცეს თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.
Read More
საქართველოს საზღვაო გეოგრაფია
მერიდიანმა გამოსცა პროფესორ გურამ ხაჯიშვილის სახელმძღვანელო “საქართველოს საზღვაო გეოგრაფია”, რომელიც გვაცნობს საქართველოს სანაპირო ზონის გეოგრაფიულ თავისებურებებს, საზღვაო ვაჭრობის განვითარების ეტაპებსა და მის თანამედროვე მიმართულებებს.
Read More