
დავა, შემათანხმებელი პროცედურა და საჩივრის განხილვის წესი
1. თუ სტუდენტსა და კოლეჯს შორის წარმოიშობა დავა ან პრეტენზია, კოლეჯის მიზანია საკითხი გადაწყდეს მშვიდობიანად, სამართლიანად და ურთიერთშეთანხმებით.
2. სტუდენტს უფლება აქვს წერილობითი განცხადებით ან საჩივრით მიმართოს კოლეჯის დირექტორს. განცხადებას განიხილავს დირექტორი ან მის მიერ განსაზღვრული პირი/კომისია.
3. განხილვის დროს დაცულია სამართლიანობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და კონფიდენციალურობის პრინციპები. საჭიროების შემთხვევაში, საკითხი დამატებით შეისწავლება.
4. თუ განცხადება არ საჭიროებს დამატებით მოკვლევას ან კომისიის განხილვას, კოლეჯი წერილობით პასუხს გასცემს მისი რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
5. დავა არ უნდა გახდეს სასწავლო პროცესის შეფერხების ან კოლეჯის რეპუტაციის დაზიანების მიზეზი
