
დისციპლინური სახდელის შერჩევა და დაკისრება
1, დისციპლინური საკითხის განხილვის საჭიროების შემთხვევაში, კოლეჯის დირექტორის ბრძანებით იქმნება დისციპლინური კომისია, რომელიც შედგება არანაკლებ 3 წევრისგან.
2, კომისია განიხილავს საკითხს, საჭიროების შემთხვევაში უსმენს სტუდენტს და ამზადებს წერილობით დასკვნას დისციპლინური გადაცდომის არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3, კომისიის დასკვნის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კოლეჯის დირექტორი, დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით. მიღებული გადაწყვეტილება ეცნობა სტუდენტს.
4, სტუდენტს უფლება აქვს დისციპლინური სახდელის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
