30
აპრ
კოლეჯ მერიდიანის სტუდენტები ფოთის მარინისტულ მუზეუმს ესტუმრნენ
კოლეჯ მერიდიანის სტუდენტები ფოთის მარინისტულ მუზეუმს ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ გემის მოდელების შექმნის პროცესს, აფრების დამზადების ტექნოლოგიასა და გემის აგებულების ძირითად პრინციპებს .
შემეცნებითი ვორქშოფის პრაქტიკულ ნაწილში კი თავადაც ჩაერთნენ მოდელების შექმნის პროცესში. 

გემის მოდელირების შესახებ საინტერესო ინფორმაცია და გამოცდილება სტუდენტებს ბატონმა ირაკლი კეკელიამ გაუზიარა. 
ასევე, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ქალბატონი ხათუნა ქაცარავა, სტუდენტებს ესაუბრა ეკომეგობრულ მიდგომებზე, ბუნებრივი რესურსების დაზოგვასა და ნივთებისთვის „მეორე სიცოცხლის“ მინიჭების მნიშვნელობაზე .
კოლეჯი მერიდიანი მადლობას უხდის ფოთის მარინისტულ მუზეუმს, ბატონ ირაკლი კეკელიას და ქალბატონ ხათუნა ქაცარავას საინტერესო, შემეცნებითი და სასარგებლო ვორქშოფისთვის 
