
შემეცნებითი ექსკურსიები
კოლეჯი „მერიდიანი“ სტუდენტებისთვის სისტემატურად აწყობს შემეცნებით-გასართობ ექსკურსიებს ჰიდროგრაფიულ სამსახურში, ნავსადგურებში, მარინისტულ მუზეუმებსა და სხვა საზღვაო ობიექტებზე. ეს აქტივობები სტუდენტებს ეხმარება სასწავლო პროცესის რეალურ გარემოსთან დაკავშირებაში, პროფესიული ინტერესის გაღრმავებასა და აქტიური სტუდენტური ცხოვრების განვითარებაში.
