
შემეცნებითი ექსკურსიები
კოლეჯი „მერიდიანი“ სტუდენტებისთვის სისტემატურად აწყობს შემეცნებით-გასართობ ექსკურსიებს ჰიდროგრაფიულ სამსახურში, ნავსადგურებში, მარინისტულ მუზეუმებსა და სხვა საზღვაო ობიექტებზე. ეს აქტივობები სტუდენტებს ეხმარება სასწავლო პროცესის რეალურ გარემოსთან დაკავშირებაში, პროფესიული ინტერესის გაღრმავებასა და აქტიური სტუდენტური ცხოვრების განვითარებაში.
Read More
საჯარო ლექციები
კოლეჯი „მერიდიანი“ სტუდენტებისთვის ატარებს და მონაწილეობს საჯარო ლექციებში, სადაც სტუდენტები ხვდებიან დარგის სპეციალისტებს, იღებენ დამატებით ცოდნას და ეცნობიან საზღვაო სფეროს თანამედროვე ტენდენციებს. ეს აქტივობები ხელს უწყობს პროფესიული ინტერესის გაღრმავებას, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას და სტუდენტების განვითარებას აუდიტორიის მიღმაც.
Read More
სპორტული ცხოვრება
კოლეჯი „მერიდიანი“ სტუდენტებისთვის აწყობს სპორტულ შეჯიბრებებს, მათ შორის ფეხბურთის ტურნირებს, რაც ხელს უწყობს გუნდურობას, დისციპლინას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. მომავალში კოლეჯი გეგმავს სხვა სპორტული მიმართულებების დამატებასაც, რათა სტუდენტებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა აქტიური და მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრებისთვის.
Read More
ინტელექტუალური ცხოვრება
კოლეჯი „მერიდიანი“ აწყობს სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას, მათ შორის „რა? სად? როდის?“ ფორმატის თამაშებსა და ჭადრაკის ტურნირებს. კოლეჯი ასევე ამზადებს ორიგინალურ გაციფროვნებულ ინტელექტუალურ თამაშს, რომელიც სტუდენტებს მისცემს ცოდნის, ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას თანამედროვე, ინტერაქტიულ ფორმატში.
Read More