
ტრენინგი სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე
კოლეჯ მერიდიანში გაიმართა სამდღიანი ტრენინგი თემაზე: „პროფესიულ განათლებაში სასწავლო პროცესის დაგეგმვა, შეფასება და ხარისხის უზრუნველყოფა.
Read More
მერიდიანისა და ბლექსის თანამშრომლობა
კოლეჯმა მერიდიანმა პარტნიორობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო კოლეჯ ბლექსის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.
Read More
მორიგი 2 კურსდამთავრებული ნაოსნობაშია!
![]()
კოლეჯ მერიდიანის მორიგი 2 კურსდამთავრებული უკვე შორეულ ნაოსნობაშია!
წარმატებულ და უსაფრთხო ნაოსნობას ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს!

IV დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
![]()
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კოლეჯი მერიდიანი 2026 წლის გაზაფხულიდან განახორციელებს IV დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ” საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია”.
სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 11 თვეს და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

სასწავლო ვიზიტი ბათუმის საზღვაო პორტის მუზეუმში
კოლეჯ მერიდიანის სტუდენტები გაეცნენ ბათუმის საზღვაო პორტის ისტორიას, საზღვაო საქმიანობასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას.
Read More
საკრუინგო კომპანია Lucent Maritime-ის ვიზიტი
კოლეჯ მერიდიანს საკრუინგო კომპანიის Lucent Maritime-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კომპანიის, გემზე დასაქმების პირობების, კარიერული განვითარების პერსპექტივებისა და საერთაშორისო საზღვაო სფეროში სამომავლო დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, რომ კომპანია აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტების სამომავლო დასაქმებას საერთაშორისო საზღვაო სფეროში.
![]()
მადლობა სტუმრებს საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრისთვის.

მორიგი 2 კურსდამთავრებული ნაოსნობაშია!
![]()
კოლეჯ მერიდიანის მორიგი 2 კურსდამთავრებული უკვე შორეულ ნაოსნობაშია!
![]()
მათ წარმატებით დაიწყეს კარიერა სხვადასხვა ტიპის გემებზე საერთაშორისო კომპანიებში და რეალურ სამუშაო გარემოში წარმატებით იყენებენ კოლეჯში მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
წარმატებულ და უსაფრთხო ნაოსნობას ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს!

მორიგი 4 კურსდამთავრებული ნაოსნობაშია!
![]()
კოლეჯ მერიდიანის მორიგი 4 კურსდამთავრებული უკვე შორეულ ნაოსნობაშია!
![]()
მათ წარმატებით დაიწყეს კარიერა სხვადასხვა ტიპის გემებზე საერთაშორისო კომპანიებში და რეალურ სამუშაო გარემოში წარმატებით იყენებენ კოლეჯში მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
წარმატებულ და უსაფრთხო ნაოსნობას ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს!

მემორანდუმი კოლეჯსა და ბათუმის საზღვაო პორტს შორის
მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერსა და ბათუმის საზღვაო პორტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში კოლეჯ მერიდიანის პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ პრაქტიკა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში.
მემორანდუმი ასევე მოიცავს ნავსადგურის გემებზე დასაქმებული მეზღვაურების გადამზადებასა და შესაბამისი წვრთნების გავლას მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერში.

