
კოლეჯ მერიდიანს საკრუინგო კომპანიის Lucent Maritime-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
კოლეჯ მერიდიანს საკრუინგო კომპანიის Lucent Maritime-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კომპანიის, გემზე დასაქმების პირობების, კარიერული განვითარების პერსპექტივებისა და საერთაშორისო საზღვაო სფეროში სამომავლო დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, რომ კომპანია აქტიურად უჭერს მხარს სტუდენტების სამომავლო დასაქმებას საერთაშორისო საზღვაო სფეროში.
![]()
მადლობა სტუმრებს საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრისთვის.

კოლეჯ მერიდიანის მორიგი 2 კურსდამთავრებული უკვე შორეულ ნაოსნობაშია!
![]()
კოლეჯ მერიდიანის მორიგი 2 კურსდამთავრებული უკვე შორეულ ნაოსნობაშია!
![]()
მათ წარმატებით დაიწყეს კარიერა სხვადასხვა ტიპის გემებზე საერთაშორისო კომპანიებში და რეალურ სამუშაო გარემოში წარმატებით იყენებენ კოლეჯში მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
წარმატებულ და უსაფრთხო ნაოსნობას ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს!

კოლეჯ მერიდიანის მორიგი 4 კურსდამთავრებული უკვე შორეულ ნაოსნობაშია!
![]()
კოლეჯ მერიდიანის მორიგი 4 კურსდამთავრებული უკვე შორეულ ნაოსნობაშია!
![]()
მათ წარმატებით დაიწყეს კარიერა სხვადასხვა ტიპის გემებზე საერთაშორისო კომპანიებში და რეალურ სამუშაო გარემოში წარმატებით იყენებენ კოლეჯში მიღებულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
წარმატებულ და უსაფრთხო ნაოსნობას ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს!

მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერსა და ბათუმის საზღვაო პორტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერსა და ბათუმის საზღვაო პორტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში კოლეჯ მერიდიანის პროფესიულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ პრაქტიკა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში.
მემორანდუმი ასევე მოიცავს ნავსადგურის გემებზე დასაქმებული მეზღვაურების გადამზადებასა და შესაბამისი წვრთნების გავლას მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერში.

კოლეჯ მერიდიანსა და ბათუმის ნავიგაციის კოლეჯს შორის ამხანაგური საფეხბურთო ტურნირი გაიმართა.
მატჩი მეგობრულ და აქტიურ გარემოში ჩატარდა. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებასა და მომავალში საერთო პროექტების განვითარებას.
Read More
პრაქტიკული სწავლება მერიდიანის საწვრთნელ ბაზაზე
პრაქტიკული სწავლება მერიდიანის საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობს რეალურ პირობებთან მაქსიმალურად ახლო გარემოში, სადაც სტუდენტები უშუალოდ მუშაობენ აღჭურვილობასთან, ასრულებენ უსაფრთხოების, ტექნიკურ და საოპერაციო ამოცანებს. მსგავსი მიდგომა მათ აძლევს გამოცდილებას, რომელიც საჭიროა რეალურ გემზე მუშაობისთვის, რაც აძლიერებს მათ პროფესიულ მზაობას.
Read More
2024 წლის საგაზაფხულო მიღების პრაქტიკის დაცვა
2024 წლის საგაზაფხულო მიღების სტუდენტებმა წარმატებით წარმოადგინეს პრაქტიკის შედეგები. განხორციელდა პრაქტიკის შეჯამება და განხილვა. შეხვედრის მიზანი იყო პრაქტიკული გამოცდილების ანალიზი, მიღებული ცოდნისა და უნარების შეფასება.
Read More
საერთაშორისო კონფერენცია განათლების ხარისხის განვითარებაზე
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 15 წლის იუბილესთან და საქართველოს ბოლონიის პროცესში ჩართვის 20 წლისთავთან დაკავშირებით, ცენტრის ორგანიზებით ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებაზე განხილულ იქნა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები.
კონფერენციას ესწრებოდა კოლეჯ მერიდიანის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი.
Read More

