
სკოლებში ვიზიტი
მეზღვაურის პროფესიის პოპულარიზაციისა და კოლეჯ მერიდიანის საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობის მიზნით, კოლეჯის წარმომადგენლები აჭარის სხვადასხვა სკოლას ესტუმრნენ!
შეხვედრების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის იმ შესაძლებლობების წარდგენა, რომელსაც მერიდიანი სთავაზობს სამომავლო პროფესიული განვითარებისთვის.
შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა — მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები და ამომწურავი პასუხები მიეღოთ კოლეჯის წარმომადგენლებისგა
Read More
პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება!
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე – საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია – რეგისტრაცია იწყება![]()
გახდი მერიდიანელი
გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და დარეგისტრირდით 28 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ – https://vet.emis.ge/#/registration
სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ

ვიზიტი კოლეჯ ბლექსიში
კოლეჯი მერიდიანის წარმომადგენლებმა კოლეჯი ბლექსის შუახევის ფილიალის შედუღებისა და ელექტროობის სტუდენტებს გემზე დასაქმების შესაძლებლობები და დასაქმებამდე განსახორციელებელი ეტაპები გააცნეს.
Read More
ავტორიზაციის სიახლეები და გამოწვევები
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო ,, შერატონ გრანდ მეტეხი პალას -“ში გაიმართა ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების მხარდაჭერისთვის.
ტრეინინგს დაესწრო კოლეჯი მერიდიანის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი.
Read More
საგანმანათლებლო შეხვედრები ბნუ-ში: გემების უსაფრთხოება და საზღვაო განათლება
2025 წლის აპრილში კოლეჯის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში გამართულ საგანმანათლებლო შეხვედრებში, რომლებიც პროფესიული მიმართულებით გამორჩეულად საინტერესო და ინფორმაციული იყო.
პირველ სესიას თემაზე „რატომ ხდება დღეს გემების შეჯახებები ზღვაში? – COLREG-ის როლი და თანამედროვე გამოწვევები“ უძღვებოდა გამოცდილი მეზღვაური, პირველი თანაშემწე გიორგი გერსამია.
მეორე შეხვედრა ჩატარდა თემაზე „საზღვაო განათლების მნიშვნელობა საზღვაო ნავიგაციის სტუდენტებისთვის“, რომელიც წარადგინა შორეული ნაოსნობის კაპიტანმა კონსტანტინე ბოლქვაძემ.
სტუდენტებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა შეხვედრებში, მოისმინეს პრაქტიკული რჩევები და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები. მსგავსი ჩართულობა ხელს უწყობს პროფესიული ცნობიერების ამაღლებას და კარიერული ხედვის გაფართოებას.
Read More
კოლეჯ მერიდიანის მორიგი კურსდამთავრებული უკვე შორეულ ნაოსნობაშია!
![]()
კოლეჯ მერიდიანის მორიგი კურსდამთავრებული უკვე შორეულ ნაოსნობაშია!
წარმატებულ და უსაფრთხო ნაოსნობას ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს!




