
2024 წლის საშემოდგომო მიღებაზე რეგისტრაცია დაიწყო!
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე – საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია – რეგისტრაცია დაიწყო.
გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და დარეგისტრირდით 2 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ – https://vet.emis.ge/#/registration
სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
Read More
სამუშო შეხვედრა
კოლეჯი მერიდიანის ხელმძღვანელმა, სასწავლო პროცესის მართვის უფროსმა სპეციალისტმა და ხარისხის მართვის მენეჯერმა სამუშაო შეხვედრა გამართა პროფესიულ მასწავლებლებთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა განვლილი სასწავლო პროცესის შეჯამება, სტუდენტთა კმაყოფილების კვლევის შედეგების ზოგადი განხილვა და სამომავლო გეგმები.
Read More
პრაქტიკის დღიური
თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ, კოლეჯი მერიდიანის სტუდენტებმა დაიწყეს გემზე პრაქტიკა, რომელსაც სისტემატურად ასახავდნენ და აფიქსირებდნენ კოლეჯის მიერ სპეციალურად შემუშავებულ პრაქტიკის დღიურში, სადაც ზუსტად იყო აღწერილი, როგორც სამუშაო პროცესი, ასევე სტუდენტების მიერ გაწეული საქმიანობა და მიღებული გამოცდილება.
Read Moreმერიდიანის ახალი საწვრთნელი ბაზის მშენებლობა დასრულდა
ჩვენი ახალი საწვრთნელი ბაზის მშენებლობა დასრულდა და დღეიდან საზღვაო სასწავლო/საწვრთნელი კურსების პრაქტიკულ წვრთნებს ჩვენი მეზღვაურები ამ ბაზაზე გაივლიან.
სასწავლო ბაზა სრულად აკმაყოფილებს არსებულ საზღვაო პრაქტიკას და შესაბამის საერთაშორისო და ეროვნულ მოთხოვნებს.
ბაზაზე განვახორციელებთ შემდეგი კონვენციური კურსების პრაქტიკულ წვრთნებს
ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი;
ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა.
ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნები;
ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა;
თხევად აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნა;
რაც შეეხება საწვრთნელ აუზს, მისი აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სულ მალე დასრულდება.
Read More
“Napa Project, Novikontas and Brand” – ის ვიზიტი კოლეჯ მერიდიანში
კოლეჯის სტუდენტები შეხვდნენ პარტნიორ კომპანიებს, კერძოდ “Napa Project, Novikontas and Brand”- ს (ჰოლანდიური კომპანია), რომლებიც უზრუნველყოფენ მოქმედ მეზღვაურთა და პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯის სტუდენტთა დასაქმებას საზღვაო ინდუსტრიაში.
Read More
NAPA Projects – ის ვიზიტი კოლეჯ მერიდიანში
შპს „მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერ“-სა და „NAPA Projects LLC „ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო დასაქმების შესაძლებლობებზე, რომელსაც პარტნიორობის ფარგლებში NAPA Projects სთავაზოვს სტუდენტებს.
Read More
სახელმძღვანელო – მსოფლიოსა და საქართველოს საზღვაო ვაჭრობა
მერიდიანმა გამოსცა პროფესორ გურამ ხაჯიშვილის სახელმძღვანელო “მსოფლიოსა და საქართველოს საზღვაო ვაჭრობა”, რომელიც გვაცნობს საზღვაო ვაჭრობის ძირითად საკითხებს და განვითარების მიმართულებებს.
Read More
ტრენინგი – თანამედროვე მენეჯმენტი და მისი ძირითადი პრინციპები
მერიდიანის გუნდმა გაიარა ტრენინგი – თანამედროვე მენეჯმენტი და მისი ძირითადი პრინციპები, რომელსაც უზღვებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრში მოწვეული ტრენერი, სოფიო ლებანიძე.
Read More
არ გაუშვა შანსი გახდე მერიდიანელი!
პროფესიულ პროგრამაზე – საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია რეგისტრაცია გრძელდება.
არ გაუშვა შანსი გახდე მერიდიანელი.
სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ – https://vet.emis.ge/#/
Read More
