
ამხანაგური საფეხბურთო ტურნირი ბსნ-სთან
მატჩი მეგობრულ და აქტიურ გარემოში ჩატარდა. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებასა და მომავალში საერთო პროექტების განვითარებას.
Read More
პრაქტიკული სწავლება მერიდიანის საწვრთნელ ბაზაზე
პრაქტიკული სწავლება მერიდიანის საწვრთნელ ბაზაზე მიმდინარეობს რეალურ პირობებთან მაქსიმალურად ახლო გარემოში, სადაც სტუდენტები უშუალოდ მუშაობენ აღჭურვილობასთან, ასრულებენ უსაფრთხოების, ტექნიკურ და საოპერაციო ამოცანებს. მსგავსი მიდგომა მათ აძლევს გამოცდილებას, რომელიც საჭიროა რეალურ გემზე მუშაობისთვის, რაც აძლიერებს მათ პროფესიულ მზაობას.
Read More
2024 წლის საგაზაფხულო მიღების პრაქტიკის დაცვა
2024 წლის საგაზაფხულო მიღების სტუდენტებმა წარმატებით წარმოადგინეს პრაქტიკის შედეგები. განხორციელდა პრაქტიკის შეჯამება და განხილვა. შეხვედრის მიზანი იყო პრაქტიკული გამოცდილების ანალიზი, მიღებული ცოდნისა და უნარების შეფასება.
Read More
საერთაშორისო კონფერენცია განათლების ხარისხზე
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 15 წლის იუბილესთან და საქართველოს ბოლონიის პროცესში ჩართვის 20 წლისთავთან დაკავშირებით, ცენტრის ორგანიზებით ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებაზე განხილულ იქნა პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების მიმართულებით არსებული მიღწევები და გამოწვევები.
კონფერენციას ესწრებოდა კოლეჯ მერიდიანის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის ხელმძღვანელი.
Read More
კოლეჯ მერიდიანში ახალი სასწავლო წელი დაიწყო!
კოლეჯ მერიდიანში ახალი სასწავლო წელი დაიწყო! ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, ვუსურვებთ ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს! ზღვისკენ მიმავალი გზა მერიდიანიდან იწყება!
Read More
სამუშაო შეხვედრა
კოლეჯ მერიდიანში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული იყო როგორც ახალი, ისე მიმდინარე სასწავლო წლის მნიშვნელოვანი საკითხები.
შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ:
ახალი სასწავლო წლის დაგეგმვა და ორგანიზაციული პროცესები;
მიმდინარე სასწავლო წლის აქტუალობები;
რიდერების გამოყენება და განახლება;
სტუდენტური პორტალის ფუნქციონალი და სიახლეები;
ის სიახლეები, რაც სტუდენტებსა და მასწავლებლებს ახალ სასწავლო წელს ელოდებათ.
Read More
ხელოვნური ინტელექტი სასწავლო პროცესში
კოლეჯ მერიდიანში ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „ხელოვნური ინტელექტი და მისი ინტეგრაცია სასწავლო პროცესში“, რომელიც პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის იყო განკუთვნილი.
ტრენინგის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ AI ტექნოლოგიების შესაძლებლობებს და შეისწავლეს, თუ როგორ შეიძლება მათი ეფექტური ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში.
Read More
ინოვაციური ციფრული პლატფორმა
შევიმუშავეთ ინოვაციური ციფრული პორტალი, რომელიც უნიკალურია ქართულ პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცეში. პლატფორმა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის სრულ ციფრულ მართვას და მნიშვნელოვნად ამარტივებს, როგორც ადმინისტრაციულ, ასევე აკადემიურ პროცესებს.
სტუდენტებს საშუალება აქვთ, ელექტრონულად ასახონ ყველა საგნის შედეგი, რაც ხელს უწყობს მონაცემების ეფექტურ და გამჭვირვალე ადმინისტრირებას. მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, პორტალზე შეადგინონ კალენდარული გეგმები, განრიგები, ატვირთონ სწავლის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტები და მარტივად მართონ სასწავლო პროცესი. პლატფორმა მოიცავს უწყისების ავტომატურ ფორმირებასაც, რაც კიდევ უფრო ამცირებს ბიუროკრატიულ რესურსებს.
პორტალზე ასევე ასახულია სტუდენტთა პირადი საქმეები, რაც სისტემატიზებულად ინახავს მათ აკადემიურ და ადმინისტრაციულ ინფორმაციას. შედეგების დადასტურების შემდეგ სისტემაში ავტომატურად იქმნება ინდივიდუალური პორტფოლიოები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სტუდენტთა პროფესიული განვითარების დოკუმენტურ მხარდაჭერას.
პორტალი ეფექტურად ცვლის ქაღალდზე დაფუძნებულ მიდგომებს და უზრუნველყოფს სრულად ციფრულ, მოქნილ და თანამედროვე მართვის სისტემაზე გადასვლას.
Read More

