
გაცნობითი სახის შეხვედრა მოსწავლეებთან
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გაცნობის მიზნით კოლეჯი “მერიდიანი”-ს წარმომადგენლები ბათუმის რამოდენიმე სკოლის, მე-9,მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა:
დარგის სპეციფიკა
საზღვაო პროფესიის მნიშვნელობები
სასწავლებლის სტრუქტურა
სამომავლო გეგმები განათლებისა და დასაქმების მხრივ.
კოლეჯი “მერიდიანი” სამომავლოდაც გეგმავს მსგავსი შეხვედრების ჩატარებას, რადგან ეს ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების განვითარებას
Read More
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია გრძელდება!
შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია გრძელდება!
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალს:
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

კომპანიის ინსტრუქტორის მომზადების ტრენინგი
მიმდინარე წლის 6,7,8 ივნისს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გერმანული BBP Project-ის ფარგლებში ჩატარდა “კომპანიის ინსტრუქტორის მომზადების ტრენინგი”, რომლშიც მონაწილეობა მიიღეს კოლეჯი “მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერის” თანამშრომლებმა.
ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი ინსტრუქტორის/ტრენერის მომზადების და მისი ფუნქციების მნიშვნელობა და კავშირი პროფესიულ დაწესებულებას, სტუდენტსა და კომპანიას შორის.
Read More
,,პროფესიული სასწავლებლების სტუდენტური ფესტივალი”
კოლეჯი “მერიდიანი” – მონაწილეობას იღებდა ,,პროფესიული სასწავლებლების სტუდენტურ ფესტივალში”.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა წარმოადგინენ თავიანთი სასწავლებლის პრეზენტაციები;
ფესტივალის მიზანია:
პროფესიული მიმართულებების პოპულარიზაცია
სტუდენტ-ახალგაზრდების მოზიდვა
სასწავლებლებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება
სტუდენტური სერვისების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო!
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო!
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია, საგენბანე განყოფილების ექსპლუატაციაში – რიგითი.
სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს –18 თვეს, 12 თვე-თეორიული, 6 თვე-პრაქტიკა გემზე.
პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობა: მინიმუმ არასრული ზოგადი განათლების (9კლასი) დამადასტურებელი დოკუმენტი, შიდა ტესტირება და სამოტივაციო გასაუბრება.
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს საერთაშორისო თუ შიდა ნაოსნობაში ჩართულ გემებზე, ასევე საზღვაო ტრანსპორტის მომსახურებისა და ექსპლუატაციის სფეროსთან დაკავშირებულ სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებებში.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება
Read More
ავტორიზაციის მიღება
2023 წლის 15 მაისს, შპს მერიდიან მერითაიმ თრეინინგ სენთერ-ს ავტორიზაციის პროცესის წარმატებით გავლის შემდეგ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა კოლეჯის სტატუსი.
Read More
სამუშაო პროცესი
ყოველდღიურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესები, იმისთვის რომ კოლეჯმა შეძლოს ხარისხიანი პროფესიული განათლების და შრომის ბაზარზე ადაპტირებული კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების მომზადება.
Read More
კოლეჯის მასწავლებლების სამუშაო პროცესი
კოლეჯი ორიენტირებულია მაღალი ხარისხის სწავლების უზრუნველყოფაზე.
ჩვენი მასწავლებლები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ შექმნან ჩვენი კოლეჯისთვის საჭირო და სასრგებლო სასწავლო/საწვრთნელი პროგრამები.
Read More
შეხვედრა ბავშვებთან
მერიდიანმა ღია კარის დღის ფარგლებში სკოლა ევრო-2000 / School Euro-2000 -ის მოსწავლეებს უმასპინძლა.
მეზღვაურის პროფესიის პოპულარიზებისა და სპეციფიკასთან გაცნობის მიზნით მერიდიანმა სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიასთან გაცნობითი სახის შეხვედრა განახორციელა.
შეხვედრის ფარგლებში, ბავშვები გაეცნენ პროფესიის: სირთულეებს, პრიორიტეტებსა და სპეციფიკას. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი სიმულატორების მეშვეობით დაეთვალიერებინათ რეალობასთან მიახლოებულ გარემოში გემის ხიდურა და სამანქანე განყოფილება.
ასევე მოსწავლეები გაეცნენ გემზე ძირითადი უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობასა და პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს.
Read More
საკრუინგო კომპანიებთან შეხვედრა
ღია კარის დღის ფარგლებში მერიდიანმა საკრუინგო კომპანიებს უმასპინძლა!
შეხვედრაზე კომპანიები გაეცნენ მერიდიანში არსებულ სიახლეებს და სამომავლო გეგმებს, რომლებიც მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ქართველი მეზღვაურების წარმატებისა და კარიერული წინსვლისათვის, ასევე დაათვალიერეს სასწავლო/საწვრთნელი სივრცე.
Read More