
კულტურათაშორისი ცნობიერება და კროსკულტურული უნარ-ჩვევები
კოლეჯ მერიდიანში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე „კულტურათაშორისი ცნობიერება და კროსკულტურული უნარ-ჩვევები“.
ლექციის მიზანი იყო სტუდენტებისათვის ცნობიერების ამაღლება და მათი გაძლიერება იმ პროფესიული და ინტელექტუალური უნარებით, რომლებიც აუცილებელია მრავალენოვან და მრავალკულტურულ საზღვაო გარემოში ეფექტური კომუნიკაციისთვის.
ლექციას უძღვებოდა ასისტენტ-პროფესორი – ირაკლი თავბერიძე.
Read More
Team building
Meridian-მა სამეგრელოში ორგანიზებულ Team-building აქტივობით ხელი შეუწყო თანამშრომლების შორის კომუნიკაციის, კოორდინაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.
Read More
საგრანტო წინადადებების შემუშავება და ფონდების მოძიება
კოლეჯი მერიდიანის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებულ, კოლეჯებისთვის სამდღიან ტრენინგში თემაზე – “საგრანტო წინადადებების შემუშავება და ფონდების მოძიება“.
ტრენინგი კოლეჯ „ახალ ტალღაში“ ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს იმ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა, რომლებიც ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მუშაობენ
მონაწილეებმა საგრანტო წინადადების შესადგენად ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი დაამუშავეს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული აქტივობების გზით.
ამავდროულად, ჰქონდათ შესაძლებლობა ენახათ და განეხილათ 𝐄𝐫𝐚𝐬𝐦𝐮𝐬+ 𝐊𝐀𝟏 & 𝐊𝐀𝟐 საგრანტო კონკურსების ფარგლებში მომზადებული და დაფინანსებული საპროექტო დოკუმენტები
სასწავლო მოდული ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის მიერ აღიარებული ზრდასრულთა მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების (𝐥𝐢𝐟𝐞-𝐥𝐨𝐧𝐠 𝐥𝐞𝐚𝐫𝐧𝐢𝐧𝐠) სტანდარტების შესაბამისად იყო შემუშავებული
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეების მიერ შეძენილი ახალი უნარები და ცოდნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კოლეჯების წარმომადგენლებს საერთაშორისო გრანტების მოზიდვასა და კონკურენტუნარიანი პროექტების შექმნაშისამდღიანი ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ ფარგლებში გაიმართა.

ინეტელქტუალური თამაში – რა? სად? როდის?
ინტელექტუალური თამაში – რა? სად ? როდის ?კოლეჯ მერიდიანში
Read More
სკოლებში ვიზიტი
მეზღვაურის პროფესიის პოპულარიზაციისა და კოლეჯ მერიდიანის საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობის მიზნით, კოლეჯის წარმომადგენლები აჭარის სხვადასხვა სკოლას ესტუმრნენ!
შეხვედრების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის იმ შესაძლებლობების წარდგენა, რომელსაც მერიდიანი სთავაზობს სამომავლო პროფესიული განვითარებისთვის.
შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა — მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ შეკითხვები და ამომწურავი პასუხები მიეღოთ კოლეჯის წარმომადგენლებისგა
Read More
პროფესიულ საგანამანთლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია იწყება!
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე – საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია – რეგისტრაცია იწყება![]()
გახდი მერიდიანელი
გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და დარეგისტრირდით 28 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ – https://vet.emis.ge/#/registration
სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ

ვიზიტი კოლეჯ ბლექსიში
კოლეჯი მერიდიანის წარმომადგენლებმა კოლეჯი ბლექსის შუახევის ფილიალის შედუღებისა და ელექტროობის სტუდენტებს გემზე დასაქმების შესაძლებლობები და დასაქმებამდე განსახორციელებელი ეტაპები გააცნეს.
Read More
ავტორიზაციის სიახლეები და გამოწვევები
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო ,, შერატონ გრანდ მეტეხი პალას -“ში გაიმართა ტრენინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების მხარდაჭერისთვის.
ტრეინინგს დაესწრო კოლეჯი მერიდიანის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი.
Read More
საწარმოო პრაქტიკა
2024 – 2025 წლის საგაზაფხულო მიღების საწარმოო პრაქტიკის დაწყება.
Read More
საგანმანათლებლო შეხვედრები ბნუ-ში: გემების უსაფრთხოება და საზღვაო განათლება
2025 წლის აპრილში კოლეჯის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში გამართულ საგანმანათლებლო შეხვედრებში, რომლებიც პროფესიული მიმართულებით გამორჩეულად საინტერესო და ინფორმაციული იყო.
პირველ სესიას თემაზე „რატომ ხდება დღეს გემების შეჯახებები ზღვაში? – COLREG-ის როლი და თანამედროვე გამოწვევები“ უძღვებოდა გამოცდილი მეზღვაური, პირველი თანაშემწე გიორგი გერსამია.
მეორე შეხვედრა ჩატარდა თემაზე „საზღვაო განათლების მნიშვნელობა საზღვაო ნავიგაციის სტუდენტებისთვის“, რომელიც წარადგინა შორეული ნაოსნობის კაპიტანმა კონსტანტინე ბოლქვაძემ.
სტუდენტებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა შეხვედრებში, მოისმინეს პრაქტიკული რჩევები და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები. მსგავსი ჩართულობა ხელს უწყობს პროფესიული ცნობიერების ამაღლებას და კარიერული ხედვის გაფართოებას.
Read More

