
ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის დაგეგმვა
კოლეჯი მერიდიანის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სამუშო შეხვედრაში, რომელიც მიეძღვნა პროფესიულ სასწავლებლებში ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის დაგეგმვას და განვითარებას.
Read More
Team Building
მერიდიანმა თანამშრომლებისთვის ორგანიზება გაუწია Team Building-ის აქტივობას, ღონისძიება გაიმართა არაფორმალურ გარემოში.
Read More
ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივები
უნარების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის და კოლეჯი მერიდიანის წარმომადგენლების შეხვედრა ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივებზე.
Read More
ახალი სასწავლო წელი დაიწყო!
კოლეჯ მერიდიანში ახალი სასწავლო წელი დაიწყო!
ვულოცავთ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას, ვუსურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს
Read More
პედაგოგიური საბჭო
კოლეჯ მერიდიანში ჩატარდა პედაგოგიური საბჭო, სადაც განხილულ იქნა ახალი სასწავლო წლის ირგვლივ არსებული საკითხები.
Read More
საშემოდგომო მიღება 2024 რეგისტრაცია დაიწყო!
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე – საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია – რეგისტრაცია დაიწყო.
გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და დარეგისტრირდით 2 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ – https://vet.emis.ge/#/registration
სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
Read More
სამუშო შეხვედრა
კოლეჯი მერიდიანის ხელმძღვანელმა, სასწავლო პროცესის მართვის უფროსმა სპეციალისტმა და ხარისხის მართვის მენეჯერმა სამუშაო შეხვედრა გამართა პროფესიულ მასწავლებლებთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა განვლილი სასწავლო პროცესის შეჯამება, სტუდენტთა კმაყოფილების კვლევის შედეგების ზოგადი განხილვა და სამომავლო გეგმები.
Read More
პრაქტიკის დღიური
თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ, კოლეჯი მერიდიანის სტუდენტებმა დაიწყეს გემზე პრაქტიკა, რომელსაც სისტემატურად ასახავდნენ და აფიქსირებდნენ კოლეჯის მიერ სპეციალურად შემუშავებულ პრაქტიკის დღიურში, სადაც ზუსტად იყო აღწერილი, როგორც სამუშაო პროცესი, ასევე სტუდენტების მიერ გაწეული საქმიანობა და მიღებული გამოცდილება.
Read More
25 ივნისი – მეზღვაურთა საერთაშორისო დღე
გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს!
Read More
მერიდიანის ახალი საწვრთნელი ბაზა
ჩვენი ახალი საწვრთნელი ბაზის მშენებლობა დასრულდა და დღეიდან საზღვაო სასწავლო/საწვრთნელი კურსების პრაქტიკულ წვრთნებს ჩვენი მეზღვაურები ამ ბაზაზე გაივლიან.
სასწავლო ბაზა სრულად აკმაყოფილებს არსებულ საზღვაო პრაქტიკას და შესაბამის საერთაშორისო და ეროვნულ მოთხოვნებს.
ბაზაზე განვახორციელებთ შემდეგი კონვენციური კურსების პრაქტიკულ წვრთნებს
ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გაფართოებული კურსი;
ხანძრის თავიდან აცილება და ხანძართან ბრძოლა.
ნავთობმზიდი და ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნები;
ქიმმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების სპეციალიზებული წვრთნა;
თხევად აირმზიდი ტანკერის სატვირთო ოპერაციების საბაზისო წვრთნა;
რაც შეეხება საწვრთნელ აუზს, მისი აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სულ მალე დასრულდება.
Read More
Napa Project, Novikontas and Brand–ის ვიზიტი კოლეჯში
კოლეჯის სტუდენტები შეხვდნენ პარტნიორ კომპანიებს, კერძოდ “Napa Project, Novikontas and Brand”- ს (ჰოლანდიური კომპანია), რომლებიც უზრუნველყოფენ მოქმედ მეზღვაურთა და პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯის სტუდენტთა დასაქმებას საზღვაო ინდუსტრიაში.
Read More
