
შეხვედრა ბავშვებთან
მერიდიანმა ღია კარის დღის ფარგლებში სკოლა ევრო-2000 / School Euro-2000 -ის მოსწავლეებს უმასპინძლა.
მეზღვაურის პროფესიის პოპულარიზებისა და სპეციფიკასთან გაცნობის მიზნით მერიდიანმა სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის პროფესიასთან გაცნობითი სახის შეხვედრა განახორციელა.
შეხვედრის ფარგლებში, ბავშვები გაეცნენ პროფესიის: სირთულეებს, პრიორიტეტებსა და სპეციფიკას. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ უახლესი სიმულატორების მეშვეობით დაეთვალიერებინათ რეალობასთან მიახლოებულ გარემოში გემის ხიდურა და სამანქანე განყოფილება.
ასევე მოსწავლეები გაეცნენ გემზე ძირითადი უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობასა და პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს.
Read More
საკრუინგო კომპანიებთან შეხვედრა
ღია კარის დღის ფარგლებში მერიდიანმა საკრუინგო კომპანიებს უმასპინძლა!
შეხვედრაზე კომპანიები გაეცნენ მერიდიანში არსებულ სიახლეებს და სამომავლო გეგმებს, რომლებიც მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ქართველი მეზღვაურების წარმატებისა და კარიერული წინსვლისათვის, ასევე დაათვალიერეს სასწავლო/საწვრთნელი სივრცე.
Read More
ინსტრუქტორებთან შეხვედრა
დღეს მერიდიანში გაიმართა შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა 2022 წლის შედეგები და 2023 წლის გეგმები, შეხვედრას ესწრებოდნენ მერიდიანის მოქმედი ინსტრუქტორები, გამოცდილი კაპიტნები, უფროსი მექანიკოსები და ოფიცრები.
Read More