
საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან
კოლეჯ მერიდიანში სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში კოლეჯის ხელმძღვანელობამ სტუდენტებს გააცნო სასწავლო პროცესთან, პრაქტიკასთან, მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტებთან ეფექტური კომუნიკაციის გაძლიერებას, ინფორმაციის გაზიარებასა და მათთვის საინტერესო საკითხების განხილვას.
Read More
სტრატეგიული გეგმის შუალედური განხილვა
კოლეჯ მერიდიანში განხორციელდა სტრატეგიული გეგმის შუალედური განხილვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის ადმინისტრაციისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა.
შეხვედრის ფარგლებში შეფასდა სტრატეგიული მიზნების შესრულების მიმდინარე მდგომარეობა, განხილულ იქნა მიღწეული შედეგები, არსებული გამოწვევები და შემდგომი განვითარების მიმართულებები.
კოლეჯისთვის მნიშვნელოვანია სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში თანამშრომელთა ჩართულობა, რათა განვითარება განხორციელდეს ორგანიზებულად და ხარისხზე ორიენტირებულად.
Read More
სამუშაო შეხვედრა მასწავლებლებთან
კოლეჯი მერიდიანის ადმინისტრაციამ პროფესიულ მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სასწავლო პროცესის განვითარებასა და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებებზე.
კოლეჯი აქტიურად აგრძელებს მუშაობას სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების, ორგანიზებულად წარმართვისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიმართულებით
Read More
Team Building
Meridian-მა ორგანიზება გაუწია team-building-ის ღონისძიებას Kolkheti National Park-ში, სადაც გუნდის წევრებმა ბუნებრივ გარემოში სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით განიმტკიცეს თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარები.
Read More
საქართველოს საზღვაო გეოგრაფია
მერიდიანმა გამოსცა პროფესორ გურამ ხაჯიშვილის სახელმძღვანელო “საქართველოს საზღვაო გეოგრაფია”, რომელიც გვაცნობს საქართველოს სანაპირო ზონის გეოგრაფიულ თავისებურებებს, საზღვაო ვაჭრობის განვითარების ეტაპებსა და მის თანამედროვე მიმართულებებს.
Read More
ვიზიტი ფოთის მარინისტულ მუზეუმში
კოლეჯ მერიდიანის სტუდენტები ფოთის მარინისტულ მუზეუმს ესტუმრნენ.![]()
![]()
ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები გაეცნენ გემის მოდელების შექმნის პროცესს, აფრების დამზადების ტექნოლოგიასა და გემის აგებულების ძირითად პრინციპებს .![]()
შემეცნებითი ვორქშოფის პრაქტიკულ ნაწილში კი თავადაც ჩაერთნენ მოდელების შექმნის პროცესში. ![]()
![]()
გემის მოდელირების შესახებ საინტერესო ინფორმაცია და გამოცდილება სტუდენტებს ბატონმა ირაკლი კეკელიამ გაუზიარა. ![]()
ასევე, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ქალბატონი ხათუნა ქაცარავა, სტუდენტებს ესაუბრა ეკომეგობრულ მიდგომებზე, ბუნებრივი რესურსების დაზოგვასა და ნივთებისთვის „მეორე სიცოცხლის“ მინიჭების მნიშვნელობაზე .![]()
კოლეჯი მერიდიანი მადლობას უხდის ფოთის მარინისტულ მუზეუმს, ბატონ ირაკლი კეკელიას და ქალბატონ ხათუნა ქაცარავას საინტერესო, შემეცნებითი და სასარგებლო ვორქშოფისთვის ![]()
![]()

ტრენინგი სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფაზე
კოლეჯ მერიდიანში გაიმართა სამდღიანი ტრენინგი თემაზე: „პროფესიულ განათლებაში სასწავლო პროცესის დაგეგმვა, შეფასება და ხარისხის უზრუნველყოფა.
Read More
მერიდიანისა და ბლექსის თანამშრომლობა
კოლეჯმა მერიდიანმა პარტნიორობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო კოლეჯ ბლექსის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.
Read More
მორიგი 2 კურსდამთავრებული ნაოსნობაშია!
![]()
კოლეჯ მერიდიანის მორიგი 2 კურსდამთავრებული უკვე შორეულ ნაოსნობაშია!
წარმატებულ და უსაფრთხო ნაოსნობას ვუსურვებთ ჩვენს კურსდამთავრებულებს!

IV დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
![]()
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, კოლეჯი მერიდიანი 2026 წლის გაზაფხულიდან განახორციელებს IV დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ” საგემბანე განყოფილების ექსპლუატაცია”.
სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 11 თვეს და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.


